FM97.5 / LIVE

ქალების მუშაობა სოფლის მეურნეობაში ძირითადად აუნაზღაურებელია - FAO

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 25.10.2018
FAO-ს კვლევის მიხედვით, ქალებს ძირითადად ოჯახის საქმეში ვალდებულ დამხმარეებად აღიქვამენ, ამიტომ მათი შრომა, ძირითად შემთხვევაში, აუნაზღაურებელი და არაფორმალურია. დასაქმებულ ქალებს სოფლის მეურნეობის ყველა სექტორში უფრო ნაკლები ანაზღაურება აქვთ, ვიდრე კაცებს.

ქალების მუშაობა სოფლის მეურნეობაში ძირითადად აუნაზღაურებელია - FAO

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან ერთად, საქართველოში გენდერული შეფასების ანგარიშს აქვეყნებენ, სახელწოდებით - „გენდერი, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება“.

"სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში აქტიური ჩართულობა, შინაური ცხოველების მოვლა, დიასახლისობა, ოჯახისთვის წყლისა და შეშის უზრუნველყოფა, ბავშვების, მოხუცების და ოჯახის დაუძლურებული წევრების მოვლა - ასეთია მოკლე ჩამონათვალი იმ ვალდებულებებისა, რომელიც საქართველოში სოფლად მცხოვრებ ქალებს ეკისრებათ. მიუხედავად ამისა, ქალების მიერ სოფლის მეურნეობაში შეტანილი წვლილი შეუმჩნეველი რჩება", – ვკითხულობთ კვლევაში.

საქართველოში ქალები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ სოფლის მეურნეობის განვითარებაში. თუმცა სოფლად მცხოვრები ქალები თავიან თავს ძალიან იშვიათად აღიქვამენ ფერმერებად, რადგან შრომას რომელსაც ეწევიან, ისინი ოჯახურ მოვალეობად აღიქვამენ. სოფლად ცუდად განვითარებული ინფრასტრუქტურა, შინამეურნეობის სირთულეები, სატრანსპორტო საშუალებებზე და თანამედროვე ენერგორესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა ქალის საქამიანობას უფრო მძიმეს და ხანგრძლივს ხდის.

ანგარიშმა საქართველოში გამოკვეთა შემდეგი გენდერული უთანასწორობები: შეუთავსებლობა შემუშავებულ პოლიტიკას, კანონმდებლობასა და მის აღსრულებას შორის. მიუხედავად პროგრესისა, რომელსაც საქართველოს მთავრობამ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემუშავებისა და გაძლიერების კუთხით მიაღწია, ამ კანონებისა და რეგულაციების აღსრულება და მონიტორინგი კვლად გამოწვევად რჩება.

„იმის გამო, რომ ქალებს ძირითადად ოჯახის საქმეში ვალდებულ დამხმარეებად აღიქვამენ, მათი შრომა, ძირითად შემთხვევაში, აუნაზღაურებელი და არაფორმალურია. დასაქმებულ ქალებს კი სოფლის მეურნეობის ყველა სექტორში უფრო ნაკლები ანაზღაურება აქვთ, ვიდრე კაცებს. საშუალოდ, ქართველი ქალები კაცის შემოსავლის 75 %–ს გამოიმუშავებენ, რაც 35 % პროცენტამდეა შემცირებული თევზის საწარმოებში. ზოგადი გენდერული სტატისტიკის მიხედვით, კაცებს საქართველოში უფრო მაღალი მენეჯერული პოზიციები უკავიათ და უფრო მეტი შემოსავალი აქვთ სოფლის მეურნეობის და მშენებლობის დარგებში, სადაც განსაკუთრებით ცოტა ქალია ოფიციალურად დასაქმებული“, - ნათქვამია კვლევაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შეხვედრა იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან [R]
FAO–მ სოფლის მეურნეობის პროდუქტების საბაზრო ფასების მონიტორინგი დაიწყო
გენდერული სტერეოტიპების გავლენა
სოფლად მცხოვრები ქალები [Photo]
როგორ ესმით ახალციხელ ახალგაზრდებს გენდერული თანასწორობა
ოთარ დანელია: ევროკავშირის ფინანსური დახმარებით სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა იწყება [R]
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID-ის პროექტის "ზრდა საქართველოში" შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა [R]