FM97.5 / LIVE

პრეზიდენტი: ‘კვალიფიციური რეგიონული ჟურნალისტიკის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება’

მთავარისაზოგადოება 03.05.2016
საქართველოს პრეზიდენტი:‘იმ ჟურნალისტებს, ვინც რეგიონებში ამკვიდრებენ თავისუფალი მედიისა და პროფესიული ჟურნალისტიკის ფასეულობებს, თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომს ხდიან ინფორმაციას, დიდი და საპასუხისმგებლო საზოგადოებრივი როლი აკისრიათ’.

პრეზიდენტი: ‘კვალიფიციური რეგიონული ჟურნალისტიკის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება’

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ჟურნალისტებს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს ულოცავს.

„დღეს კიდევ ერთხელ ვაცნობიერებთ ქვეყნის განვითარებისათვის პრესის თავისუფლების ფუძემდებლურ მნიშვნელობას, პლურალისტური, დამოუკიდებელი მედიის როლს ადამიანის უფლებათა დაცულობის, დემოკრატიის გაძლიერებისთვის.

ჟურნალისტთა კორპუსს ‘მეოთხე ხელისუფლებას’ უწოდებენ არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე დიდი გავლენის გამო, არამედ უპირატესად იმიტომ, რომ მათი საქმიანობის გარეშე შუძლებელია სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირება.

მსურს განსაკუთრებით აღვნიშნო რეგიონული მედიის ფუნქცია ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის ჩამოყალიბების პროცესში. ძლიერი, ეფექტური, კვალიფიციური რეგიონული ჟურნალისტიკის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება. იმ ჟურნალისტებს, ვინც რეგიონებში ამკვიდრებენ თავისუფალი მედიისა და პროფესიული ჟურნალისტიკის ფასეულობებს, თითოეული ადამიანისთვის ხელმისაწვდომს ხდიან ინფორმაციას, დიდი და საპასუხისმგებლო საზოგადოებრივი როლი აკისრიათ.

ყოველი ხელისუფლების, თითოული სახელმწიფო მოხელის მოვალეობაა ამ ძალისხმევის თანადგომა, გამოხატვის თავისუფლების დაცვა, მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა", ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 3 მაისს მსოფლიო თავისუფალი პრესის დღეს აღნიშნავს. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე] ‪


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრესის თავისუფლების დღე
3 მაისი პრესის თავისუფლების დღეა
სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს – ონლაინ მედიის აქცია ფეისბუკზე
დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა
რატომ აკავშირებენ ახალციხელები პრესის თავისუფლებას ”ოცნებასთან”
გამოკითხვა: რამდენად თავისუფალია საქართველოში მედია? [ვიდეო]
პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა