FM97.5 / LIVE

რატომ აკავშირებენ ახალციხელები პრესის თავისუფლებას ”ოცნებასთან”

მთავარისაზოგადოება 03.05.2013
სამ მაისს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე აღინიშნება. რას ფიქრობენ ახალციხელები პრესის თავისუფლებაზე და რა შეიცვალა ამ კუთხით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში.

რატომ აკავშირებენ ახალციხელები პრესის თავისუფლებას ”ოცნებასთან”
ახალციხეში გამოკითხული მოსახლეობის ნაწილის აზრით პრესა მას შემდეგ გახდა თავისუფალი, რაც ხელისუფლების სათავეში ”ოცნება” მოვიდა. საზოგადოების ნაწილის აზრით კი არაფერი შეცვლილა.

”ყველამ კარგად ვიცით რა ხდება, ხალხი დათრგუნულია ხმის ამოღების უფლება არ აქვთ. იმ შემთხვევაში თუ შენს აზრს დააფიქსირებ ეს სამსახურის დაკარგვის ფასად გიჯდება”, - ამბობს ახალციხელი ნანა ღვალაძე.

საპირისპიროს აცხადებს ახალციხელი კარლენ მანასიანი. მისი აზრით პრესისა და სიტყვის თავისუფლება ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ იგრძნობა.

- ”ვიდრე მთავრობა შეიცვლებოდა ამ მხრივ შეზღუდვები იყო. ახლა ტელევიზიაც და პრესაც ყველაფერს აშუქებს. აქამდე რა ხდებოდა პოლიციაში არავინ იცოდა. წინათ ასე თავისუფლად ვერ ვლაპარაკობდით, რადგან შესაძლებელი იყო ვინმეს მოესმინა და პრობლემები შეგვქმნოდა”, - ამბობს იგი.

გაზეთის მკითხველთა რაოდენობის მატებას, პრესის ”ცენზურისგან გათავისუფლებით” ხსნის ”საქართველოს ფოსტის”თანამშრომელი ირმა ბარბაქაძე. მისი თქმით, რადგან საზოგადოებაში შიშის ფაქტორი აღარ არსებობს რესპოდენტებიც უფრო გახსნილები არიან და შესაბამისად ჟურნალისტები რეალურ სურათს ასახავენ თუ რა ხდება ქვეყანაში.

- ”წინა ხელისუფლების დროს საკუთარი აზრის დაფიქსირებას ყველა ერიდებოდა. ახლა ადამიანები უფრო გახსნილები არიან”, - ამბობს ირმა ბარბაქაძე.

სამი მაისი მსოფლიო პრესის თავისუფლების დღედ, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1993 წელს გამოცხადდა. ამ დღეს იმ ინიციატივების მხარდაჭერა და განვითარება ხდება, რაც წაადგება პრესის თავისუფლებას.

სამი მაისის მსოლფიო პრესის დღედ გამოცხადების შესახებ რეკომენდაცია იუნესკოს გენერალური კონფერენციის 26-ე სესიაზე 1991 წელს გაიცა. ეს დღე ემსახურება მოქალაქეთა ინფორმირებას პრესის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ და შეახსენებს საზოგადოებას, რომ მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში გამოცემები ექცევიან ცენზურის ქვეშ, ჯარიმდებიან, იდევნებიან და იხურებიან. ჟურნალისტების, რედაქტორებისა და გამომცემლების მიმართ კი ხორციელდება ზეწოლა, ძალადობა, თავდასხმა და მკვლელობებიც კი.

[თინათინ ზაზაძე,ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრესის თავისუფლების დღე
3 მაისი პრესის თავისუფლების დღეა
გამოკითხვა: რამდენად თავისუფალია საქართველოში მედია? [ვიდეო]
პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა
პრეზიდენტი: ‘კვალიფიციური რეგიონული ჟურნალისტიკის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება’
ქართული პრესის დაიჯესტი, 1-2 ივლისი [Video]