FM97.5 / LIVE

3 მაისი პრესის თავისუფლების დღეა

მთავარისაზოგადოება 03.05.2016
3 მაისს მსოფლიო თავისუფალი პრესის დღეს აღნიშნავს. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა.

3 მაისი პრესის თავისუფლების დღეა

1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტები შეიკრიბნენ ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში რეგიონულ სემინარზე, რომელიც შეეხებოდა დამოუკიდებელი და პლურალისტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელშეწყობას. მათ მიიღეს ე. წ. „ვინდჰუკის დეკლარაცია“, რომლითაც მოუწოდეს ქვეყნების მთავრობებს პრესის თავისუფლებისა და მისი დემოკრატიული ხასიათის უზრუნველყოფა.

ამ სემინარზე მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ 1993 წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, სწორედ 3 მაისს აღენიშნა თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე.

1997 წლიდან ამ დღეს იუნესკოს/გილერმო კანოს სახელობის პრესის თავისუფლების პრიზის გადაცემის ცერემონიალი ტარდება. წელს ეს პრემია, ფულადი ჯილდო, 25 ათასი დოლარი, დაპატიმრებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, ხადიჯა ისმაილოვას გადაეცემა, „რთულ ვითარებაში პრესის თავისუფლებისათვის შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის“.

გამომძიებელი ჟურნალისტი, რადიო თავისუფლების შტატგარეშე თანამშრომელი ხადიჯა ისმაილოვა, "იუნესკოს" გუილერმო კანოს სახელობის პრესის თავისუფლების პრემიის ლაურეატობის კანდიდატებს შორის გასულ თვეში შეარჩიეს.

გუილერმო კანო ისასა - კოლუმბიელი ჟურნალისტი, რომლის სახელსაც პრემია ატარებს - 1986 წლის 17 დეკემბერს ბოგოტაში, თავისი გაზეთის რედაქციის წინ მოკლეს. ხადიჯა ისმაილოვა აზერბაიჯანში დაპატიმრებულია ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე, მაგრამ უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ჟურნალისტ ქალს დევნიან აზერბაიჯანის მმართველ წრეებში კორუფციის შესახებ რეპორტაჟებისათვის.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრესის თავისუფლების დღე
გამოკითხვა: რამდენად თავისუფალია საქართველოში მედია? [ვიდეო]
რატომ აკავშირებენ ახალციხელები პრესის თავისუფლებას ”ოცნებასთან”
პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა
პრეზიდენტი: ‘კვალიფიციური რეგიონული ჟურნალისტიკის გარეშე წარმოუდგენელია ქვეყნის განვითარება’
ქართული პრესის დაიჯესტი, 1-2 ივლისი [Video]

სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას