FM97.5 / LIVE

ახალციხემ თურქეთის დელეგაციას უმასპინძლა

მთავარისაზოგადოება 29.04.2016
დღეს, 29 აპრილს, ახალციხეს თურქეთის ქალაქ არტაანის დელეგაცია ეწვია. მხარეებმა ორმხრივ ტურისტულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ახალციხემ თურქეთის დელეგაციას უმასპინძლა

ახალციხეს 15 კაციანი დელეგაცია სტუმრობდა. მეგობრული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ახალციხის მერს შეხვდნენ და ტურიზმის განვითარებისათვის რეგიონებში არსებულ პოტენციალზე ისაუბრეს. გიორგი კოპაძე სტუმრებს, საფარისა და ვარძიის ისტორიულ კომპლექსებზე მიმდინარე სამუშებისა და ახალციხის ციხეზე არსებული ინფრასტრუქტურის შესახებ ესაუბრა.

"გაზაფხულია და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო ქალაქის კეთილმოწყობისთვის. მარტო ქალაქ ახალციხისათვის დაახლოებით 10 მილიონ ლარამდე იხარჯება, რომ მისი ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო მოწესრიგდეს“,- განმარტა ახალციხის მერმა.

თურქულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა მოსაზღვრე მხარეებს შორის შორის ტურისტული ურთიერთობის განვითარებისა და გაღრმავებისთვის.

„მნიშვნელოვანია, რომ მოვახერხოთ არტაანისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეში ტურიზმის განვითარება. რაც მთავრია, ეს კაპიტალდაბანდებას მოუტანს როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს“, - განმარტა ქალაქ არტაანის მერმა ფარუქ ქოქსოიმ.

ახალციხის მერიის შემდეგ, არტაანის დელეგაციამ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაინაცვლა.უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუმრებმა და მასპინძლებმა წიგნის პრეზენტაცია გამართეს.

"ეს ძალიან საინტერესო ერთობლივი პროექტია, არტაანელებთან ერთად შევქმენით სამცხე-ჯავახეთის სამზარეულო, რომელიც ქართულ და თურქულ ენებზე გამოდის. ჯერ წიგნი არ არის დაბეჭდილი, მაგრამ მოხდება პროექტის პრეზენტაცია, დაახლოებით ერთ-ორ თვეში წიგნიც იქნება“, - განმარტავს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე.

ახალციხემ თურქეთის დელეგაციას უმასპინძლა

ახალციხემ თურქეთის დელეგაციას უმასპინძლა

ახალციხემ თურქეთის დელეგაციას უმასპინძლა

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის სამზარეულო წიგნად გამოიცა
სამცხე – ჯავახეთის დელეგაცია არტაანის გუბერნიას ესტუმრა
მხარის რწმუნებულმა არტაანის დელეგაციას უმასპინძლა
სამცხე–ჯავახეთი და არტაანი ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავენ
სამცხე–ჯავახეთს თურქეთის დელეგაცია სტუმრობს
რომან გოგოლაურის წიგნის პრეზენტაცია
სამცხე–ჯავახეთს არტაანის დელეგეცია ესტუმრა