FM97.5 / LIVE

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო მონაცემები ცნობილია

მთავარისაზოგადოება 28.04.2016
2014 წლის საყოველთაო აღწერის საბოლოო მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს. მათგან 47,7 % მამაკაცი, 52,3% კი ქალია.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო მონაცემები ცნობილია
მოსახლეობის აღწერის საბოლოო შედეგები ცნობილი დღეს, 28 აპრილს გახდა. აღწერის თანახმად, ქალაქის მოსახლეობა 2 122 623 ადამიანი, ხოლო სოფლად მცხოვრები 1 591 181 ადამიანია.

მონაცემები ასაკობრივი ზღვარის მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

14 წლამდე მაცხოვრებლები - 18.6%;
15-64 წლის მაცხოვრებლები - 67.1%;
65 წელს ზემოთ მაცხოვრებლები - 14.3%.

ეროვნების მიხედვით:

ქართველი- 87%;
აზერბაიჯანელი - 6%
სომეხი - 5%
ოსი -0.4%
რუსი - 1%
სხვა -1%

რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით:

მართლმადიდებელი - 83%,
მუსლიმი -11%,
სომხური-სამოციქულო ეკლესია -3%
კათოლიკე -1%
სხვა -1%
არც ერთი - 0.5%

2014 წლის მოსახლეობის აღწერის მაჩვენებლი 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით, 15%-ით ნაკლებია.
მონაცემების მიხედვით, მაცხოვრებელთა შემცირება ძირითადად, სოფლის მოსახლეობაზე მოდის. სოფლებში მაცხოვრებელთა კლებამ 23,7 %, ხოლო ქალაქის მოსახლეობის კლებამ 7,1% შეადგინა.

გარდა ამისა, 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობამ 1 108 717 კაცი შეადგინა, რაც წინა აღწერასთან შედარებით (2002 წელი) 2,5 %-ით მეტია.

მოსახლოების 2014 წლის საყოველთაო აღწერა 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

აღწერა ქვეყნის დასახლებების 79%-ში ჩატარდა. მან 71 თვითმმართველი ერთეული და 3726 დასახლება მოიცვა. პროცესი ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ 1015 დასახლებაში.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში 160.504 ადამიანი ცხოვრობს [ინფოგრაფიკა]
სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობა 47 ათასით შემცირდა [ინფოგრაფიკა]
5 ნოემბრიდან მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება
თბილისში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება
სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყო
სამცხე–ჯავახეთიდან ემიგრანტების რაოდენობა 3.1% –ია
სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის აღწერისთვის ემზადებიან