FM97.5 / LIVE

თინათინ ხიდაშელი: "დაპირებები შესრულებულია" [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 04.07.2016
თინათინ ხიდაშელის განცხადებით: ერთი წლის წინ დადებული პირობები შესრულებულია, დღეს ქვეყანა უფრო დაცულია - საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები გაძლიერებულია;

თინათინ ხიდაშელი: "დაპირებები შესრულებულია" [R]

JTEC - ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი გახსნილია;

NRF ნატოს მიერ სერტიფიცირებულია პირველი ქართული ასეული; ამოქმედებულია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის თვისობრივად ახალი ეტაპი - მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის გაძლირებისათვის; საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების სრულფასოვანი პარტნიორია; ქართველი ჯარისკაცები პირველად მონაწილეობენ ევროკავშირის საწვრთნელ მისიებში;

DIB - ნატო-საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა დაფუძნებულია;

მეტი წვრთნები პარტნიორებთან ერთად - ჩატარებულია უპრეცენდენტო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ ამერიკული სამხედრო ტექნიკის მონაწილეობით; ქართული ჯარი იკვებება ქართული პროდუქტით და ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია რჩება ქართულ ეკონომიკაში;

ჯარში სავალდებულო გაწვევა გაუქმებულია - ქართულ ჯარში წვევამდელები აღარ იქნებიან; ამოქმედდება სრულიად ახალი, ნატოს სტანდარტების ქართული რეზერვი; განახლდა ჯარში საკონტრაქტო გაწვევა. 2016 წელს კი 1000-მდე ახალი ჯარისკაცი შეემატა შეიარაღებულ ძალებს; ჰაუტვახტები გაუქმებულია; სპეცუბნები გაუქმებულია; თანასწორობა ჩვენთვის უპირველესია - კადეტთა ლიცეუმში გოგონები ისწავლიან; სამხედრო ნაწილებში ამოქმედდა მუსლიმთა სამლოცველოები; ათეულობით პანკისელი ჩაირიცხა ქართულ ჯარში; აქ გმირები მსახურობენ - აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა ფსიქოლოგიურ ტრავმასთან - ამოქმედდა პროგრამა „მხარი მხარს“, ამპუტირებული სამხედრო მოსამსახურეების ინტეგრაციის სპეციალური პროგრამები; სამხედრო მოსამსახურეთა ცერებრალური დამბლით და აუტიზმით დაავადებული შვილების რეაბილიტაცია; შემუშავებულია ახალი, 7-მილიონდოლარიანი პროექტი დაჭრილების სრულყოფილი რეაბილიტაციის ცენტრის განვითარებისთვის; შემუშავებულია „არმიქარდი“ - ფასდაკლების და ბონუსების სისტემა ჯარისკაცებისთვის; სამინისტროსთვის პრიორიტეტულია სამხედრო განათლება - ამოქმედდა პროფესიული ზრდის და განვითარების ახალი სისტემა, დაინერგა ახალი სამაგისტრო პროგრამა თავდაცვის აკადემიაში;

27 ივნისს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ვარშავის სამიტის წინ განხორციელებულ პროექტებზე ქართული და უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან თავდაცვის უწყებაში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა. თინათინ ხიდაშელმა საკუთარ ანგარიშში დეტალურად წარმოადგინა ერთი წლის განმავლობაში უწყებაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, ნატოსთან ინტეგრაციისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით მიღწეული წარმატებები. მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანამშრომლობაზე; სამხედრო განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებზე; ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების სოციალური უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესებაზე, სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
ანგარიშის შემდეგ თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.

თინათინ ხიდაშელი: "დაპირებები შესრულებულია" [R]

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო  სავალდებულო სამსახურში აღარ გაიწვევს
ქართულ ჯარში წვევამდელები აღარ იქნებიან [R]
სექტემბრიდან კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გოგონები ისწავლიან
ქართული ჯარი ქართული პროდუქტით მარაგდება
თბილისში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიხსნა
“რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას” – რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი მიჰეა მოტოჩი[R]
თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს ბინები საკუთრებაში გადასცა [R]