FM97.5 / LIVE

"ცოდნა ძალაა ჯარისკაცისთვის, ოფიცრისთვის, სერჟანტისთვის” (R)

მთავარიპოლიტიკა, რეკლამა 25.04.2016
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი მეთაურ, ვიცე–პოლკოვნიკ ლაშა დავითაძეს აშშ–ში საზღვაო ქვეითთა ბაზაზე, საშტაბო სამეთაურო კურსის გასავლელად აცილებს.

"ცოდნა ძალაა ჯარისკაცისთვის, ოფიცრისთვის, სერჟანტისთვის” (R)
ვიცე–პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე სასწავლო დაწესებულებას 3 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. მასვე ეკუთვნის მნიშვნელოვანი რეფორმები სასწავლო ცენტრის განვითარებისთვის. პირადი შემადგენლობა განსაკუთრებულ წარმატებად ინფრასტრუქტურულ პროექტებს და სასწავლო კურსებს ასახელებს. ლაშა დავითაძე უამრავი სამხედრო ჯილდოს მფლობელია. ოფიცრის წოდება გერმანიაში მიიღო, აშშ–ში კი კაპიტნის საკარიერო კურსი დაამთავრა. მისი 17–წლიანი სამხედრო კარიერა მჭიდროდ არის დაკავშირებული განათლებასთან. პროფესიონალი სამხედრო ახლაც არ წყვეტს განვითარებას და მიაჩნია, რომ „ცოდნა ძალაა, ჯარისკაცისთვის, ოფიცრისთვის, სერჟანტისთვის.

მაიორი დიმიტრი დემეტრაძე: „ეს ადამიანი კიდევ უფრო გამოცდილი, კიდევ უფრო განათლებული დაუბრუნდება საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებს და მაქსიმალურად შეეცდება თავის საქმე 100%–ით გააკეთოს.“

მაიორი კონსტანტინე ონიანი: მისი დიდი ღვაწლი და დამსახურებაა, რომ სერჟანტთა მომზადების ცენტრს დღეისათვის ბევრად უკეთესი ბაზა, უკეთესად აღჭურვილი კლასები გააჩნია.

მთავარი სერჟანტი ჯამბულ კოპალიანი: განვითარდა კურსები. სერჟანტთა მომზადების ცენტრის და სერჟანტების მომზადებაში დიდი წვლილი შეიტანა ბატონმა ვიცე–პოლკოვნიკმა.“

მიუხედავად იმისა, რომ ვიცე–პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე ამერიკაში განვითარებისა და ახალი ცოდნის მისაღებად მიემგზავრება, უჭირს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის დატოვება. მეგობრების, ჯარიკაცების და იმ ადამიანების დატოვება, რომლებთან ერთადაც 3 წელი იმსახურა, ემსახურა საერთო საქმესა და მიზნებს.

ვიცე–პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე: „ძალიან ბევრ რამეზე მწყდება გული, პირველ რიგში იმაზე, რომ ქვედანაყოფს ვტოვებ. ბევრი რამე დამიტოვა ქვედანაყოფმა, პირველ რიგში ეს ერთიანობის შეგრძნებაა, რაც მართლა გამძაფრდა ჩემში და ალბათ ვიტყვი, რომ გაათმაგდა გამოცდილება და ერთიანობის განცდა, რაც ამ ქვედანაყოფს ძალიან ძლიერად აქვს.“

მისი აზრით სამხედრო, საკარიერო სასწავლებლები არ არის მხოლოდ სამხედრო განათლებაზე ორიენტირებული. ეს ცხოვრებისთვის მომზადების ტოლფასია: მნიშვნელოვანია აგრეთვე კარიერისთვის, სხვადასხვა დილემებისთვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებისთვის მომზადებაც.

„ვიცე–პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე სასწავლო დაწესებულების განვითარებისთვის 3 წლის განმავლობაში მუშაობდა. ეს საქმე მისთვის ოჯახის ტოლფასია – სწორედ ასე იცნობენ მას და მის საქმეს, მის მიზნებსა და მისწრაფებებს, ვიცე–პოლკოვნიკს, რომლის ცხოვრებაშიც გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი და მისი მეთაურობა დიდ პატივად დარჩება.

ვიცე–პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე: „ეს იყო ჩემი სახლი და ალბათ მთელი ცხოვრება, გარკვეული მიმართულებით, დარჩება კიდეც ჩემს სახლად.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რეკრუტები ახალციხის მარათონზე
  სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეებს ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები   გაწვრთნიან
კურსდამთავრებულთა ცერემონიალი ახალციხის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში
ახალციხეში რეკრუტების საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა
თავდაცვის მინისტრი სამცხე-ჯავახეთში სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა
ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნა