FM97.5 / LIVE

თავდაცვის მინისტრი სამცხე-ჯავახეთში სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.06.2020
ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალებში მიმდინარე სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. თავდაცვის მინისტრმა დღეს ახალქალაქში მდებარე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი მოინახულა. ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამ თვეში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი (BCT) მთლიანად ახალქალაქში დისლოცირდება.

თავდაცვის მინისტრი სამცხე-ჯავახეთში სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

სამხედრო ბაზაზე უკვე დასრულებულია რამდენიმე შენობა, მათ შორის საცხოვრებელი ყაზარმა, შტაბის შენობა, სასადილო, ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი, სამი საქვაბე, რომელიც შენობების გათბობისა და ცხელი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს და საყარაულო შენობა. მოეწყო შიდა გზები, გარე განათება და სამწყობრო მოედანი – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დაგეგმილია ლაზარეთის, ასევე დაცვისა და უზრუნველყოფის ასეულების ყაზარმების მშენებლობა. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი 800 რეკრუტის მომზადებაზეა გათვლილი.

დღესვე, თავდაცვის მინისტრი ახალციხეში, სატანკო სასწავლო ცენტრის ბაზაზეც იმყოფებოდა, სადაც სასადილო და ყაზარმები დაათვალიერა. ტერიტორიაზე იგეგმება სტადიონის მშენებლობაც.

ირაკლი ღარიბაშვილი ოსიაურში ლოჯისტიკის დაცვის ბატალიონის ტერიტორიაზე არსებული ყაზარმისა და სასადილოს სარემონტო სამუშაოებსაც გაეცნო. მინისტრი საწყისი საბრძოლო მომზადების აღმოსავლეთ მიმართულების კურსის ახალწვეულებს პირადად გაესაუბრა.

თავდაცვის მინისტრთან ერთად მისი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ლოჯისტიკის სარდალი ბრიგადის გენერალი იოსებ ლოლაძე და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე იმყოფებოდნენ.

თავდაცვის მინისტრი ახალქალაქში მიქაელ მთავარანგელოზის საკათედრო ტაძარშიც იმყოფებოდა, სადაც წმინდანთა ნაწილები და ტურინის სუდარის ზუსტი ასლი მოილოცა, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმეა.

თავდაცვის მინისტრი სამცხე-ჯავახეთში სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი შენდება
ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნა
ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს  ზაზა ფერაძის სახელი მიენიჭა
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი 10 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთს ესტუმრება
ახალციხეში რეკრუტების საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა
ახალციხეში ტანკისტის დღე თინათინ ხიდაშელის გარეშე იზეიმეს
ცოცხალი ძალის გარდა ბორჯომში სამხრედრო ტექნიკაც მუშაობს