FM97.5 / LIVE

ახალციხის მაღალმთიან სოფლებში გზებს აგებენ

მთავარიეკონომიკა 25.04.2016
ახალციხის თემში 8 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. სამუშოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ახალციხის მაღალმთიან სოფლებში გზებს აგებენ
2 მილიონი ლარის ფარგლებში, ახალციხის თემში ჯამში 10 კილომეტრიანი გზა მოწესრიგდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გზების რეაბილიტაცია მაღალმთიან სოფლებში ხორციელდება, სადაც ზამთრის პერიოდსა და უამინდობაში მოსახლეობას გადაადგილება უჭირს.

ამ ეტაპზე, შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ნაოხრებში, სადაც 430 მეტრიან მონაკვეთზე არმირებული ბეტონი იგება, ეწყობა ღია და დახურული სანიაღვრე არხები, გვერდულები კი სპეციალური მოსაპირკეთებელი ინერტული მასალით შეივსება. სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან 128 ათასი ლარით ფინანსდება.

ასფალტ-ბეტონის საფარის დასაგებად გზის საფუძვლის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია ახალციხე- წყრუთი-ანის, წყრუთი-ჭვინთა-ელიაწმინდისა და სოფელ მუსხის საავტომობილო გზებზეც.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე ადგილზე გაეცნენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების რეაბილიტაცია გრძელდება ®
ახალციხის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება ®
ჭვინთასა და ელიაწმინდამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია უტარდება
ანდრიაწმინდაში ბეტონის გზა იგება ®
აკაკი მაჭუტაძემ ასპინძაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის  10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს