FM97.5 / LIVE

ბორჯომელმა საფრენი აპარატის ამწყობმა გაფრენა სცადა

მთავარისაზოგადოება 13.04.2016
ბორჯომში მცხოვრებმა ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილმა, საკუთარი ხელით აწყობილი საფრენი მოწყობილობა ნატახტარის აეროდრომზე მესამედ გამოსცადა. მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

ბორჯომელმა საფრენი აპარატის ამწყობმა გაფრენა სცადა

ბორჯომელი გამომგონებელი ამბობს, რომ აპარატს ძრავმა უმტყუნა.

„მხოლოდ რამდენიმე მეტრზე აფრინდა. იმის გამო, რომ ფრენა ვერ შეძლო, მალევე მიწაზე დავუშვით. აღმოჩნდა, რომ ძრავთან დაკავშირებით რაღაცა დეტალები უნდა გაგვეთვლისწინებინა, პრობლემა შეექმნა საბურავებსაც“, – ამბობს საფრენი აპარატის ამწყობი და ამატებს, რომ იმის გამო, რომ საფრენი მოწყობილობის მართვა არ იცის, გაფრენის მცდელობაში მეგობარი დაეხმარა.

პროფესიით ელექტროშემდუღებელმა ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილმა საფრენი აპარატის აწყობა 19 წლის წინ დაიწყო. მოწყობილობისთვის ბურანისა და „სუზუკის“ ნაწილებს იყენებს. საფრენი აპარატის ძრავის სიმძლავრე 140 ცხენის ძალაა: „ეს საკმარისია იმისთვის, რომ გაფრინდეს“.

ბორჯომელმა საფრენი აპარატის ამწყობმა გაფრენა სცადა
ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილის მიერ აწყობილი საფრენი აპარატი. გოგა ჩანადირის ფოტო

პირველად მოწყობილობა 2000 წელს გამოსცადა, მეორედ 2010–ში. სამი მცდელობიდან წარმატებული პირველი გამოდგა. მესამე მცდელობის მსგავსად, მეორე მცდელობაც ტექნიკურმა დეტალებმა შეაფერხა.

ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილი საფრენ მოწყობილობაზე მუშაობას აგრძელებს. ამბობს, რომ ორ თვეში მოწყობილობას თავიდან გამოცდის და დარწმუნებულია, მცდელობა წარმატებული იქნება.

ნახეთ, "სამხრეთის კარიბჭეს" მიერ 19 მარტს მომზადებული სიუჟეტი, ბორჯომელი გამომგონებლის შესახებ.



[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გაფრენის ოცნება - საფრენი აპარატის ამწყობი ბორჯომიდან [Video]
ჭელას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სტუმრობენ
სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლები ახალციხეში შეხვედრას გამართავენ
მდინარეებსა და ტბებზე ელექტროშოკური აპარატის ამომცნობი დამონტაჟდება
სალარო აპარატის გამოუყენებლობის 597 შემთხვევა ერთ კვირაში
ახალციხელი გამომგონებელი: „არ ჩავთვალე საჭიროდ მადლობა საქვეყნოდ გამომეცხადებინა“
‘ფული გვჭირდება, რომ იდეა განვახორციელოთ’ – გამომგონებელი გოგონები ახალციხიდან