FM97.5 / LIVE
ახალციხელი გამომგონებლები თემურ იოსელიანს, რომელიც ამბობს, რომ მულტიკლიმატიზატორის შექმნის იდეა მოსწავლეებს მან მიაწოდა.">

ახალციხელი გამომგონებელი: „არ ჩავთვალე საჭიროდ მადლობა საქვეყნოდ გამომეცხადებინა“

მთავარისაზოგადოება 02.04.2015
რას პასუხობენ ნასაში მიმავალი ახალციხელი გამომგონებლები თემურ იოსელიანს, რომელიც ამბობს, რომ მულტიკლიმატიზატორის შექმნის იდეა მოსწავლეებს მან მიაწოდა.

ახალციხელი გამომგონებელი: „არ ჩავთვალე საჭიროდ მადლობა საქვეყნოდ გამომეცხადებინა“
ირაკლი კაპანაძე ადასტურებს, რომ მას "რაღაც ბიძგი" მუშაობის მიმართულებაზე ელექტრონიკისა და პროგრამირების სპეციალისტმა თემურ იოსელიანმა ნამდვილად მისცა: „მან მხოლოდ ის მითხრა, რომ ატმოსფერული წნევის, ტემპერატურისა და ტენიანობის პროგნოზირება მომეხდინა, მერე ყველაფერი თვითონ გავაკეთე და მას ამ გამოგონებასთან არანაირი კავშირი აღარ ჰქონია“.

კაპანაძე ირწმუნება, რომ მულტიკლიმატიზატორი და საფრენი აპარატი დრონი, მან თავად გამოიგონა: „მე დავუმაგრე ვიდეო კამერა და მოძრაობის სენსორები, ასევე, მე გამოვიგონე რომ ინფორმაცია sms-ის სახით მიგვეღო. ჟიურის წევრებმა მითხრეს, რომ სწორედ ამან გაგვამარჯვებინა და რომ ეს იყო ინოვაცია. იდეები მომაწოდა კარლომაც (ხუციშვილი) და ეს გამოგონება ერთად ავაწყეთ“.

მისივე თქმით, ის ნივთები რომლებიც გამოგონების შესაქმნელად სჭირდებოდა, თავად შეარჩია და იოსელიანს მონაწილეობა არც ამ პროცესში მიუღია: „მან მხოლოდ ის მასწავლა, როგორ უნდა გამომეწერა ამაზონიდან. მაგას სხვაც მასწავლიდა და ეს პრობლემა ნამდვილად არ იყო“.

რაც შეეხება იოსელიანის გულისწყვეტას იმის შესახებ, რომ ირაკლი კაპანაძეს მისთვის მადლობა არ გადაუხდია და მადლიერება არ გამოუხატავს, კაპანაძე ამბობს: „მადლობა გადავუხადე, მაგრამ არ ჩავთვალე საჭიროდ მადლობა საქვეყნოდ გამომეცხადებინა“.

კონკურსში გამარჯვების შემდეგ, იოსელიანის მეუღლესთან მადლობის სათქმელად დარეკა ირაკლი კაპანაძის მამამ ნუგზარ კაპანაძემ, რომელიც გამომგონებლების ინსტრუქტორია: „მაშინვე დავრეკე და მადლობა გადავუხადე, თუ ეგრეა, მაშინ თვითონაც დაერეკა და მიელოცა ბავშვებისთვის გამარჯვება“.

ნუგზარ კაპანაძე აცხადებს, რომ თემურ იოსელიანის ნამდვილად მადლობელია, თუმცა იგი, ასევე, მადლობელია ახალციხეში იმ ტელევიზორების შემკეთებლების, რომლებიც ირაკლის მუშაობის პროცესში ნაწილებს უსასყიდლოდ აძლევდნენ: „თემურის მადლობლები როგორ არ ვართ, ბავშვს სულ ოთხი კითხვა ჰქონდა, მაგალითად გადამცემისთვის რომელი ნაწილი ჯობდა და აუხსნა. თუმცა, ასევე, ირაკლი ტელევიზორების შემკეთებლებთანაც ყოველდღე დადიოდა, იცოდნენ რომ ბავშვი მუშობდა და ხელს უწყობდნენ“.

მისი განცხადებით, გამოგონების იდეა ირაკლის ეკუთვნის და ხუთი თვის განმავლობაში ბავშვი დღე და ღამე მუშაობდა: „ის რაც თემურმა უთხრა, ეგ იდეა არც არის, ასეთი რაღაცეები ისეც არსებობს. ახლა ეგ სხვანაირად ლაპარაკობს“.

კითხვაზე, თუ რას გულისხმობს სხვანაირ საუბარში, ნუგზარ კაპანაძე გვპასუხობს: „ის ხაზს უსვამს, რომ იდეა ბავშვებს მან მიაწოდა, მაგრამ ამ გამოგონებასთან ეგ არაფერ შუაშია, ეგ ამ გამოგონების მხოლოდ თანმხლებია და ახლა ამით მაგას ალბათ ქულების დაწერა უნდა“.

ნუგზარ კაპანაძე კატეგორიულად უარყოფს იოსელიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ მან კონკურსში გამარჯვების შემდეგ იოსელიანს მენტორობაზე ხელი მოაწერინა: „რა სისულელეა, რა ხელი მოვაწერინე, ასეთი რამ არ ყოფილა! მენტორი იმას ნიშნავს, რომ ის იყო მის გვერდით სექტემბრიდან თებერვლამდე, მთელი მუშაობის განმავლობაში, სინამდვილეში კი ასე არ ყოფილა. თან ეს კონკურსი მოეწყო მოსწავლეებისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით. ამით რა უნდა თემურს არ ვიცი, ირაკლი წარმატებას მაინც მიაღწევს და თავისას დაამტკიცებს“.

შეგახსენებთ, რომ „სამხრეთის კარიბჭეს“ ყოველკვირეულ გადაცემაში „კვირის აქცენტი“ პროგრამირების სპეციალისტმა თემურ იოსელიანმა განაცხადა, რომ გამოგონების იდეა ირაკლი კაპანაძეს მან მიაწოდა და მუშაობაშიც ეხმარებოდა, ასევე მან მიაწოდა შესაბამისი ლიტერატურა და მიუთითა იმის შესახებ, თუ რა ნივთები უნდა გამოეწერა მას ინტერნეტ მაღაზიიდან.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კვირის აქცენტი: ‘მე მივეცი იდეა’ – რას მალავენ ნასაში მიმავალი ახალგაზრდები [Video]
‘მე მივეცი იდეა’ – რას მალავენ ნასაში მიმავალი ახალგაზრდები [Video]
კვირის აქცენტი: გიორგი კაპანაძის გახმაურებული საქმე [Video]
ირაკლი ღარიბაშვილის მადლობა
პრემიერ-მინისტრი ახალციხელ გამომგონებლებს შეხვდა
ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია
‘ფული გვჭირდება, რომ იდეა განვახორციელოთ’ – გამომგონებელი გოგონები ახალციხიდან