FM97.5 / LIVE

მდინარეებსა და ტბებზე ელექტროშოკური აპარატის ამომცნობი დამონტაჟდება

მთავარისაზოგადოება 09.03.2016
საქართველოს მდინარეებსა და ტბებზე სპეციალური დანადგარები დამონტაჟდება, რომელიც ე.წ. ელექტროშოკური აპარატით თევზაობის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ონლაინრეჟიმში მიაწვდის ინფორმაციას.

მდინარეებსა და ტბებზე ელექტროშოკური აპარატის ამომცნობი დამონტაჟდება

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დანადგარი ქალაქ რუსთავის ცენტრალურ პარკში არსებულ ტბაზე გამოსცადეს. დანადგარი ე.წ. ელექტროშოკური აპარატის ზემოქმედებას 100 მეტრის რადიუსში აღიქვამს, მომენტალურად ახდენს ლოკაციის იდენტიფიცირებას და ავტომატურ შეტყობინებას გადასცემს სპეციალურ სისტემას. მოწყობილობის საშუალებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი რამდენიმე წამში მიიღებს ინფორმაციას, რაც საშუალებას შექმნის მოახდინოს დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირება.

"ტბებსა და მდინარეებში აღნიშნული მოწყობილობის დამონტაჟების მიზანი ე.წ. ელექტროშოკური აპარატით თევზაობის შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანაა", – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

დანადგარი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დავით გულბანმა და გიორგი კურტანიძემ შექმნეს, რომლებიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან რამდენიმე თვეა აქტიურად თანამშრომლობენ.

[SKnews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
ბორჯომში  არარეგისტრირებული  სახერხი  საამქროები  გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამ თვეში უკანონო ჭრების 2250 ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლოდ კონტროლს ამკაცრებს
უკანონო თევზჭერის ფაქტები სამცხე–ჯავახეთში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახალი ტექნიკით აღიჭურვა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტერიტორიები დაასუფთავეს