FM97.5 / LIVE

ილია მეორე: ადამიანს ჯვარს აძლევს უფალი და აძლევს ისეთს, რომლის ტარებაც შეუძლია [Video]

მთავარისაზოგადოება 03.04.2016
დღეს, 3 აპრილს, საკვირაო ქადაგებაზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა განაცხადა, რომ 'ადამიანი არის გარკვეული ჯვრის მატარებელი, ხშირად ის ფიქრობს, რომ მძიმე ჯვარი აქვს, მაგრამ, ადამიანს ჯვარს აძლევს უფალი და აძლევს ისეთ ჯვარს, რომლის ტარებაც შეუძლია'.

ილია მეორე: ადამიანს ჯვარს აძლევს უფალი და აძლევს ისეთს, რომლის ტარებაც შეუძლია [Video]

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულს აღნიშნავს. წირვა–ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კი პატრიარქმა იქადაგა.

„ზოგიერთ ადამიანს ეძლევა ჯვარი პირადი პრობლემების, ზოგიერთ ადამიანს ეძლევა ჯვარი ერის ტვირთისა, ერის სიმძიმისა... ადამიანი, რომელსაც გააჩნია მძიმე ჯვარი, არის შემთხვევა ეცემა, ვეღარ მიდის, თითქოს, ყველაფერი უკვე დამთავრებულია, ფიქრობს რომ ამით დამთავრდება მისი ცხოვრება, მაგრამ, ადამიანმა უნდა მოიკრიბოს ძალა და სთხოვოს, უფალს. უფალი თვითონ მიდის და ეხმარება ადამიანს ჯვრის ტარებაში", - ბრძანა პატრიარქმა.

მისი თქმით, ადამიანის ცხოვრება შედგება ჯვრისაგან, ადამიანმა უნდა შექმნას თავისი ცხოვრებით ჯვარი, ეს არის ვერტიკალური სწრაფვა ღვთისაკენ და ჰორიზონტალური სწრაფვა ადამიანისაკენ. ეს ორი სწრაფვა შეადგენს ჯვარს და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრებით შექმნის ჯვარს.

"უამრავი მაგალითია, როდესაც ადამიანს მძიმე ჯვარი ჰქონდა, მაგრამ ბოლომდე მიიტანა. ჩვენც უნდა შევთხოვოთ უფალს, რომ ბოლომდე მივიტანოთ ეს ჯვარი და წარვადგინოთ ღვთის წინაშე", – აღნიშნა პატრიარქმა.



[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ილია მეორემ აუტიზმის მქონე ბავშვები დალოცა [Video]
ილია მეორე:'ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა'
ილია მეორემ მრევლს მიმართა ხარებას ყველა საქმე გადადონ და ეკლესიაში მივიდნენ [Video]
მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას ზეიმობს
ილია მეორე: "არ დაგავიწყდეთ სანთლის დანთება ფანჯარაში“
ჭექა-ქუხილმა ზარზმის მონასტრის ჯვარი დააზიანა
ილია მეორე: ქართველი ადამიანი, უარყოფს, თრგუნავს, ნიჭიერ ადამიანებს