FM97.5 / LIVE

ილია მეორე:'ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა'

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.08.2019
„კიდევ ერთხელ მოგმართავთ - ყველა ვიყოთ ერთად, ვაკეთოთ ერთი საქმე. თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა: მამული, ენა სარწმუნოება. ჩვენ დავუმატეთ იმას: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”, – ამ სიტყვებით მიმართა ილია მეორემ სიონის ეკლესიაში შეკრებილ მრევლს.

ილია მეორე:'ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა'

დღეს, 28 აგვისტოს პატრიარქმა მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველოს მძიმე ჯვარი აქვს სატარებელი.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - მარიამობას. ბევრჯერ მიფიქრია, ღვთისგან დაჯილდოებული ვართ, ზედმეტი ჯილდო მოგვცა ღმერთმა თუ გვაკლია რამე? ალბათ, ორივე. გიხაროდენ საქართველო, წილხვედრო ღვთისმშობლისა. წლევანდელი წელი განსაკუთრებულია. ქართველმა ადამიანმა გაითავისა, რომ ჩვენ ვართ წილხვედრი ღვთისმშობლისა. როცა ჩვენ ვფიქრობთ ამის შესახებ, უნდა ვიფიქროთ, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენ, რა და როგორ უნდა ვაკეთოთ. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ერთმანეთთან.

საქართველოს დააკისრა უფალმა მძიმე ჯვარი, მაგრამ ამავე დროს ღმერთმა მოგვცა ჩვენ ძალა, რომ ეს მძიმე ჯვარი ვატაროთ. უნდა ვატაროთ ყველამ ერთად, უნდა მოვიკრიბოთ ძალა და მძიმე ჯვარი გოლგოთაზე უნდა ავიტანოთ ერთად. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ჩვენ ვჯობივართ ვინმეს, ვინმეზე მეტნი ვართ. ჩვენ ვართ ის, რაც ვართ და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის“,- განაცხადა ილია მეორემ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა – ილია მეორე კორონავირუსზე
ილია მეორემ აუტიზმის მქონე ბავშვები დალოცა [Video]
ილია მეორე:'გასული წელი მძიმე წელი იყო როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის'
ილია მეორე: ადამიანს ჯვარს აძლევს უფალი და აძლევს ისეთს, რომლის ტარებაც შეუძლია [Video]
ილია II: შემთხვევითი არ არის, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს, საქართველოში არ არის
ილია მეორე: "კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში"
ილია მეორე: "არ დაგავიწყდეთ სანთლის დანთება ფანჯარაში“