FM97.5 / LIVE

ახალციხეს გაზის მიწოდება შეუწყდა და დილამდე არ ექნება

მთავარისამართალი » შემთხვევა 22.12.2015
ქალაქ ახალციხეს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, მიზეზი ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა.

ახალციხეს გაზის მიწოდება შეუწყდა და დილამდე არ ექნება
9 აპრილის ქუჩა, შემთხვევის ადგილზე "ინტერგაზის" თანამშრომლები მუშაობენ

ქალაქ ახალციხეს ბუნებრივი აირის მიწოდება დაახლოებით 20:30 საათზე შეუწყდა. შპს „ინტერგაზის“ დირექტორის ვასილ აბულაძის განმარტებით, ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე გაზის მილს ავტომანქანა დაეჯახა, რის გამოც, კომპანიამ გაზის მიწოდება მთელს ქალაქს შეუწყვიტა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ გაზის მიწოდება დილამდე ვერ აღდგება: "ნახევარ საათში დაასრულებენ მუშაობას, მაგრამ ღამით გათიშული გაზის ჩართვა არაა მიზანშეწონილი, შესაძლოა ამის გამო რაიმე უბედურება მოხდეს. დილით 09:00 საათისთვის გაზის მიწოდება აღდგენილი იქნება".

ავტოსაგზაო შემთხვევა 9 აპრილის ქუჩაზე დაახლოებით 20:25 საათზე მოხდა. გაზის ცენტრალურ მილს "ფორდის" მარკის ავტომობილი შეეჯახა.
თვითმხილეველების თქმით, სავარაუდოდ ავტომობილის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ფეხით მოსიარულეთა ნაწილზე, ე.წ. ტროტუარზე ავარდა და გაზის მილს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დააშავებულა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "სამხრეთის კარიბჭეს" განუმარტეს, რომ მომხდარზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გაფორმდა და მძღოლი 250 ლარით დაჯარიმდა.

ამ დროისთვის ბუნებრივი აირის გარეშე ახალციხეში 5700 აბონენტია დარჩენილი. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ შპს "ინტერგაზის" თანამშრომლები.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

12–საათიანი წყვეტის შემდეგ, ახალციხეში გაზის მიწოდება აღდგა
ხვალ დილამდე ახალციხეს ბუნებრივი აირი არ ექნება
ახალციხეს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ახალციხეში გაზის  მიწოდება ნაწილობრივ აღდგა
ახალქალაქში გაზის მილს მანქანა დაეჯახა - 8 სოფელს ბუნებრივი არ მიეწოდება
ახალციხეს გაზი არ მიეწოდება
ახალციხეში გაზის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა