FM97.5 / LIVE

9 აპრილზე ავტოავარიის შედეგად გაზის მილი გასკდა და ბუნებრივი აირი ჰაერში გაიფრქვა [Photo]

მთავარისამართალი » შემთხვევა 16.10.2015
ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ჯერ ორი ავტომანქანა შეეჯახა, შემდეგ ერთ–ერთი იქვე მდებარე ბუნებრივის გაზისა და განათების მილს შეასკდა. შემთხვევის შედეგად გაზის მილი გატყდა და ბუნებრივი აირი დიდი წნევით გამოიფრქვა.


9 აპრილზე ავტოავარიის შედეგად გაზის მილი გასკდა და ბუნებრივი აირი ჰაერში გაიფრქვა [Photo]

შემთხვევა დღეს, 16 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, 9 აპილისა და გვარამაძის ქუჩის გადაკვეთასთან მოხდა. ერთმანეთს „ფორდისა“ და „მაზდას“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

მიმდებარე კორპუსში მცხოვრებთა ნაწილი ამბობს, რომ გარეთ ძლიერი ხმაურზე გამოვიდნენ. დაინახეს მილს შემსკდარი ავტომანქანა და შენიშნეს, როგორ იფრქვეოდა მილიდან გაზი.

ბუნებრივი აირის მომწოდებელმა კომპანიამ, შპს "ინტერგაზმა" მიმდებარე ქუჩაზე გაზი მაშინვე გადაკეტა. ამ დროისთვის, გაზის გაფრქვევა საშიშროებას აღარ წარმოადგენს. ადგილზე ჯერ ისევ მუშაობს გაზის კომპანიის ბრიგადა.

როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ–ერთი მონაწილე, „მაზდას“ მარკის ავტომობილის მძღოლი ამბობს, „ფორდი“ მის წინ მოძრაობდა, 9 აპრილის ქუჩაზე მოულოდნელად მარცხნივ, გვარამაძის ქუჩაძე, ჩიხში დააპირა შეხვევა, ისე რომ მოხვევის მაჩვენებელი ციმციმა არ ჩაურთავს. ბუნებრივია, თავად გზა გააგრძელა და ამ დროს მის წინ მოძრავმა მანქანამ ჯერ მას დაარტყა, მერე კი მოსახვევში გაზის მილს შეასკდა.

„თვითონაც დაიბნა და მეც დამაბნია“, – ამბობს სხვილისში მცხოვრები მამაკაცი, რომელიც მისივე თქმით, თბილისში, საავადმყოფოში მიდიოდა, სადაც მისი მეუღლე წევს.

მის ნათქვმს უარყოფს "ფორდის" მძღოლი ქალბატონი. მისი თქმით, მოხვევის მანიშნებელი ჩართული ჰქონდა და მოძრაობის წესი არ დაურღვევია: "უკანა მანქანა მოდიოდა ძალიან სწრაფად, უკნიდან დამარტყა და ტროტუარზე შემადგო, სადაც გაზისა და დენის სვეტებსს დავეჯახე".

ამ დროისთვის ორივე მძღოლი შემთხვევის ადგილზე იმყოფება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და კვლავ რჩებიან გაზის მომწოდებელი კომპანიის თანამშრომლები.

ამ დროისთვის ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 9 აპრილის ქუჩის ნაწილს. გვარამაძის ჩიხში კი 9 აპრილიდან მოძრაობა აკრძალულია.

9 აპრილზე ავტოავარიის შედეგად გაზის მილი გასკდა და ბუნებრივი აირი ჰაერში გაიფრქვა [Photo]

9 აპრილზე ავტოავარიის შედეგად გაზის მილი გასკდა და ბუნებრივი აირი ჰაერში გაიფრქვა [Photo]

9 აპრილზე ავტოავარიის შედეგად გაზის მილი გასკდა და ბუნებრივი აირი ჰაერში გაიფრქვა [Photo]

9 აპრილზე ავტოავარიის შედეგად გაზის მილი გასკდა და ბუნებრივი აირი ჰაერში გაიფრქვა [Photo]

[თინათინ ზაზაძე, ვარლამ წიკლაური, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეს გაზის მიწოდება შეუწყდა და დილამდე არ ექნება
ახალციხეს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
12–საათიანი წყვეტის შემდეგ, ახალციხეში გაზის მიწოდება აღდგა
ახალციხეს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ახალციხის რამდენიმე ქუჩას  გაზი არ მიეწოდება
ახალციხის სამ ქუჩას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ნინოწმინდაში გაზის მილი დაზიანდა