FM97.5 / LIVE

საქართველოს პრეზიდენტი: მას შემდეგ, რაც საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობას, ჩვენი მიზანია თავისუფლება

მთავარიპოლიტიკა 31.03.2016
"წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს. მე გადავწყვიტე, რომ ამ პერიოდისათვის მეწოდებინა გზა - დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტი: მას შემდეგ, რაც საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობას, ჩვენი მიზანია თავისუფლება

პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტს "სამხრეთის კარიბჭე" უცვლელად გთავაზობთ:

"25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა აღვადგინეთ. ერთია - გათავისუფლდე ვიღაცისაგან, მეორეა - მიაღწიო რეალურ თავისუფლებას, მიაღწიო საზოგადოების თავისუფლებას, ისეთ თავისუფლებას, რომლითაც დღეს აშშ-ში სარგებლობენ, მიუხედავად შიდაპოლიტიკური მღელვარებისა. მას შემდეგ კი, რაც საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობას, ჩვენი მიზანია თავისუფლება.

საქართველოსათვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს წინაშეა საპარლამენტო არჩევნები, რეგიონში მზარდი საფრთხეები და რთული ვითარება.

ჩვენ ვხედავთ საშინელ ტერორისტულ აქტებს პარიზში, ბრიუსელში, თურქეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ვხედავთ თუ რა გამოწვევებია კაცობრიობის წინაშე. ეს გამოწვევები იმ სახელმწიფოების წინაშეცაა, რომლებიც ყველაზე დაცულად ითვლებიან და გაწევრიანებულნი არიან უსაფრთხოების თვალსაზრისით ძლიერ ალიანსებში.

ვართ თუ არა მზად თვალი გავუსწოროთ რეალობას, რომ ნატოსა და მისი სახელმწიფოების უსაფრთხოება ვერ იქნება მიღწეული სხვა სახელმწიფოთა უსაფრთხოების გარეშე, ისეთების როგორიცაა საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები.

ჩემმა ხალხმა ნათლად აირჩია საკუთარი გზა, ღირებულებები და ხედვა, რომელიც ევროატლანტიკურ და ევროპულ პრინციპებს უკავშირდება.

ჩვენ ვიყავით ამ ღირებულებების ერთგულები და 25 წლის განმავლობაში, ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც ბევრი გავაკეთეთ, რათა რეალურად გვეჩვენებინა ევროსტრუქტურებში გაწევრიანებისაკენ საქართველოს შეუქცევადი სწრაფვა.

ამ მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს. ამ ეტაპზე, რის გაკეთებასაც ვცდილობთ არის ის, რომ მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია და ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებს ვაჩვენოთ, რომ მრავალი საკითხის გადაწყვეტა საქართველოს, ევროპასა და ამერიკას შორის მჭიდრო პარტნიორობასა და თანამშრომლობაშია.“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება
'საქართველო–სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა უნდა გააქტიურდეს'– ზურაბიშვილი
საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება
თავდაცვის სამინისტროს მჭიდრო კავშირი რეგიონებთან და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება [R]
საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
'გაუმარჯოს თავისუფლებას' – ახალციხეში კონცერტი დაიწყო
ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით