FM97.5 / LIVE

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

მთავარისაზოგადოება » განათლება 10.02.2015
დღეიდან, 10 თებერვლიდან, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
ახალციხის პროფესიული სასწავლებელი. ფოტო: სამხრეთის კარიბჭეს არქივიდან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მიმართულებით.

საქართველოში სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული 34 საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს. მიმდინარე წლის საგაზაფხულო მიღებაზე რეგისტრაციის პროცესში ჩართულია და მონაწილეობას იღებს პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი 26 საგანმანათლებლო დაწესებულება.

სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში, საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებაში. რეგისტრაციის მსურველმა თან უნდა იქონიოს მხოლოდ პირადობის მოწმობა.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, დარეგისტრირებულმა აპლიკანტმა საწყის საფეხურზე სწავლის დასაწყებად, უნდა გაიაროს სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირების ფორმებით.

საფეხურიდან საფეხურზე გადასვლისა და სწავლის გაგრძელების მსურველები კი, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრაციის შემდეგ, თავად დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტესტირებას გაივლიან.

„დამსაქმებლებთან თანამშრომლობით, დაიხვეწა რიგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა. პროფესიული სასწავლებლები აღჭურვილია განახლებული ინფრასტრუქტურით, თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და თანამშრომლობენ სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიული სტუდენტების სტაჟირებასა და წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმებას“, – აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტროს მონაცემებით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა, 2013 წლის შემოდგომაზე, ხოლო შემდეგ, გასული წლის (2014) გაზაფხულსა და შემოდგომაზე განხორციელდა. ჯამში 19000-მდე აპლიკანტი ჩაირიცხა და მიიღო 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება სასურველი პროფესიის დასაუფლებლად. ჩარიცხულთაგან 200-ზე მეტი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი იყო.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდეა შესაძლებელი
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია სრულდება
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ტესტირება 5-6 სექტემბერს ჩატარდება