FM97.5 / LIVE

რატომ არის საჭირო სათემო რადიო? [Video]

მთავარისაზოგადოება 29.03.2016
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის მოსახლეობა სათემო რადიომაუწყებლობის საჭიროებაზე საუბრობს. მათი თქმით, ეს ერთადერთი გზაა, რომლის საშუალებითაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსაც გაეცნობიან და საკუთარ ხმასაც მიაწვდენენ ხელისუფლებას.



ამ საკითხზე სპექტრმა აღნიშნულ თემში ჩაატარა კვლევა როგორც სპეციალისტების მიერ შედგენილი კითხვარის, ასევე ვიდეოგამოკითხვის საშუალებით. გამოკითხულთა 100% ამბობს, რომ მათ დასახლებაში სათემო რადიო აუცილებელია. 58% მიიჩნევს, რომ გადაცემები უნდა მომზადდეს ქართულ ენაზეც.

იორმუღანლოს თემის სოფლებში ეთნიკური აზერბაიჯანელი მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობს. სოფლები მუნიციპალური ცენტრიდან 47 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, 2002 წლის აღწერით მოსახლეობის ოდენობა 23 ათასი იყო და მუნიციპალიტეტის 60%-ს შეადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის აღწერის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, წინასწარი ინფორმაციით, მოსახლეობის რიცხოვნობა საკმაოდ მაღალი - 40’000–მდეა.

აზერბაიჯანული მოსახლეობა, სახელმწიფო ენის არ ცდონის გამო, ინფორმაციას ძირითადადაზრებაიჯანული და რუსული საინფორმაციო საშუალებებით ეცნობა, რაც ხელს უშლის აზერბაიჯანული თემის გააქტიურებას და ინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში.

სათემო მაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით საქართველოს მარეგულირებელ კომისიას გაზეთმა სპექტრმა ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში მიმართა. თუკი ორგანიზაცია აღნიშნულ განაცხადზე თანხმობას მიიღებს, სულ მალე იორმუღანლოს თემში სათემო რადიო იფუნქციონირებს.

კვლევის შედეგები. იორმუღანლოს თემი, 2016 by stalinsky



გამოიკითხა იორმუღანლოს თემის მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტი.

კვლევაში მონაწილეობდა სამი ადგილობრივი ახალგაზრდა აქტივისტი და ასევე speqtri.ge-ს სამი ჟურნალისტი. თემის მოსახლეობის 100% მოითხოვს, რომ ასეთი მაუწყებლობა აუცილებლად უნდა არსებობდეს.

კითხვარი თავდაპირველად შედგენილი იყო 2015 წელს მარნეულის თემისთვის კონსტანტინ სტალინსკის მიერ და მოიცავდა შემდეგ კითხვებს:

1. გინდათ მოუსმინოთ მუსიკალურ და გასართობ გადაცემებს?
2. მოუსმენთ გადაცემებს სოციალურ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე?
3. გადაცემები სასურველი იყოს ქართულ ენაზე
4. გადაცემები სასურველია იყოს აზერბაიჯანულ ენაზე
5. გინდათ მოუსმინოთ გადაცემებს დასავლეთსა და ევროინტეგრაციის შესახებ?
6. ყოველდღიურ გადაცემაში საუბარი უნდა იყოს ადგილობრივ მოვლენებზე?
7. თუ გადაცემის თემა საინტერესოა, ისურვებთ გადაცემის განმეორებას?

ამ დროისთვის საქართველოში ფუნქციონირებს ნინოწმინდის სათემო რადიო “ნორი”, ხოლო პანკისის ხეობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის და ეროვნული უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, დაიწყო მოქმედება „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ პროექტმა, რომლის ფარგლებშიც პანკისის ხეობაში სათემო რადიო შეიქმნება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'მთის ამბები' იწვევს ახალგაზრდებს სათემო ორგანიზაციების დასაფუძნებლად
ახალციხე ვაინახური კულტურის ფესტივალს უმასპინძლებს
ბორჯომსა და ბაკურიანში რადიომაუწყებლობის ლიცენზია გაიცემა
ომბუდსმენი: 'ეროვნული უმცირესობები გარკვეული დოზით ინფორმაციულ ვაკუუმში არიან'
სათემო ცენტრი, რომელიც ქალებმა ქალებისთვის, თანაც სოფელში დაარსეს [Video]
რადიოს მსოფლიო დღე - 13 თებერვალი
კვირის აქცენტი: სათემო კავშირები გარემოს დაცვისთვის [ვიდეო]