FM97.5 / LIVE

ახალციხე ვაინახური კულტურის ფესტივალს უმასპინძლებს

მთავარისაზოგადოება 06.04.2016
მიმდინარე წლის ივნისში, ახალციხეში, პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია ვაინახური კულტურის ფესტივალს გამართავს.

ახალციხე ვაინახური კულტურის ფესტივალს უმასპინძლებს

ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართება. ღონისძიებები ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და მესტიაში ივნისშია დაგეგმილი.

ფესტივალის მიზანი ვაინახური კულტურის პოპულარიზაცია, პანკისის ხეობის და იქ მცხოვრები ეთნიკური ქისტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შემცირების ხელშეწყობაა.

„მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემაში – Google, თუ ჩაწერთ სიტყვა პანკისი, ყველაზე ხშირად იძებნება მასალები: პანკისი, „ისლამური სახელმწიფო“; ვაჰაბიზმი; შემზარავი კადრები პანკისიდან; ტერორიზმი; პანკისი – ნელი მოქმედების ნაღმი; პანკისი – თურქეთი – სირია და ა.შ“, – ამბობს პროექტის თანაორგანიზატორი, „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ პროექტების მენეჯერი გელა მთივლიშვილი.

გელა მთივლიშვილი, რომელიც ამავე დროს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორია და პანკისის თემაზე არაერთი მასალა აქვს მომზადებული, ამბობს, რომ 2013 წლიდან პანკისის ხეობა კიდევ ერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. იმ ფაქტებმა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ორი ლიდერი წარმოშობით პანკისიდანაა, სირიაში 50–ზე მეტი ახალგაზრდაა წასული და მათ შორის 14 დაიღუპა, ხელი შეუწყო პანკისის ხეობის და იქ მცხოვრები ეროვნული უმცირესობის კიდევ უფრო მარგინალიზებას, ვიდრე ეს 2001–2002 წლების მოვლენების შედეგად იყო: „ამან პანკისის ხეობაში სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით არსებული ისედაც არასახარბიელო ვითარება კიდევ უფრო გააუარესა როგორც თემის, ასევე ხეობის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებისა და სტერეოტიპების გამოვლინებით“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ძირითადად მუსლიმები ცხოვრობენ. თემის ჯგუფები, ფუნდამენტური და ე.წ. ტრადიციული ისლამის მიმდევრები თავისი რელიგიური მისწრაფებებით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ფუნდამენტური ისლამის მიმდევრებისთვის სიმღერა და ცეკვა მიუღებელია, რასაც ისინი რელიგიური მოსაზრებებით ხსნიან.

„ბოლო პერიოდში, ბევრმა ახალგაზრდამ, ვისაც ხეობის, თემის, კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა შეეძლო, უარი თქვა ცეკვასა და სიმღერაზე. ისინი კი, ვინც ამ დრომდე მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში, მხარდაჭერის გარეშე არიან დარჩენილები“, – ამბობს გელა მთივლიშვილი.

ვაინახური კულტურის პოპულარიზაცია, ამ პროცესში ქისტი ახალგაზრდების ჩართვა და ეთნიკური უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობაა პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაციის პროექტის მიზანი. პროექტის განხორციელებას მხარი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაუჭირა.

ვაინახური კულტურის ფესტივალი ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და მესტიაში რეგიონული მედიაორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართება. ახალციხეში ფესტივალის მხარდამჭერი საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭეა“.

ფესტივალის დროის, ადგილისა და პროგრამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მაისის შუა რიცხვებში გავრცელდება.

ანსამბლი პანკისი – „მე მოვალ შენთან“

ანსამბლი „პანკისი“ პანკისის ხეობაში [კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი] 2002 წლიდან არსებობს. ანსამბლის ხელმძღვანელია ბელა მუთოშვილი. სიმღერა „მე მოვალ შენთან“ სამშობლოს მონატრებაზეა. სოლისტი ლეილა აჭიშვილი. კახეთის საინფორმაციო ცენტრი

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

3 ივნისს ახალციხეში ვაინახური კულტურის ფესტივალი ჩატარდება
'ვაინახური' კულტურის დღე ახალციხეში
ახალციხემ ვაინახური კულტურის ფესტივალს უმასპინძლა [Photo]
ახალციხის ციხეზე „ვაინახური“ ფესტივალისთვის ემზადებიან
დაპირისპირება პანკისის ხეობაში [ფოტო]
'დავწყნარდეთ და მერე გავარკვიოთ ვის სად შეგვეშალა' — გახარია
პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებას მოსახლეობის პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა