FM97.5 / LIVE

'მთის ამბები' იწვევს ახალგაზრდებს სათემო ორგანიზაციების დასაფუძნებლად

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.11.2019
„მთის ამბები“ იწვევს დაინტერესებულ ახალგაზრდებს რაჭიდან, ლეჩხუმიდან, ზემო და ქვემო სვანეთიდან, ჯავახეთიდან, თრიალეთიდან და მთიანი აჭარიდან სათემო ორგანიზაციების დასაფუძნებლად.

'მთის ამბები' იწვევს ახალგაზრდებს სათემო ორგანიზაციების დასაფუძნებლად

მაღალმთიან რეგიონებში ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობისა და პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობის პროექტს „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.

„მთის ამბების“ მხარდაჭერით უკვე დაფუძნდა სათემო ორგანიზაციები ფშავ-ხევსურეთში, მთიულეთში, გუდამაყარსა და ხევში. პანკისის ხეობასა და თუშეთში პარტნიორები სათემო საბჭოები არიან.

„გვსურს, მთიან რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები დავაკავშიროთ ერთმანეთს, დავეხმაროთ მათ სათემო ორგანიზაციების დაფუძნებაში, შესაძლებლობების გაძლიერებაში, პრობლემების გადასაწყვეტად ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში", – აცხადებენ „მთის ამბებში“.

ინიციატივები უნდა უკავშირდებოდეს - თემის განვითარებას; გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაუმჯობესებას; ახალგაზრდული იდეების მხარდაჭერას; სოფლად სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული და არაფორმალური ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას; მოსახლეობაში სამეწარმეო და ბიზნეს-უნარების, მთაში ეკოტურიზმისა და აგროტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას; ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ბუნებრივი რესურსების, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და დაცვის ხელშეწყობას; კულტურული და სპორტული აქტივობების მხარდაჭერას და სხვა.

სათემო ორგანიზაციის დამფუძნებელი და წევრი შეიძლება გახდეს დაინტერესებული ახალგაზრდა, რომელიც იზიარებს აღნიშნულ მიზნებს და მზად არის, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა სათემო ორგანიზაციის საქმიანობაში, სხვადასხვა აქტივობებსა და პროექტებში.

დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა უნდა შეავსოთ ანკეტა და გამოგზავნოთ 2019 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: mtisambebi@gmail.com


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კვირის აქცენტი: სათემო კავშირები გარემოს დაცვისთვის [ვიდეო]

ეკოკორიდორების მოსაწყობად ადიგენის სოფლების სათემო კავშირებთან შეთანხმება გაფორმდა[R]
სათემო ცენტრი, რომელიც ქალებმა ქალებისთვის, თანაც სოფელში დაარსეს [Video]
ადიგენში არსებულ ეკო–დერეფანს ადგილობრივები დაიცავენ
3 ივნისს ახალციხეში ვაინახური კულტურის ფესტივალი ჩატარდება
შეთავაზება ახალგაზრდებს –სამეწარმეო პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში
რატომ არის საჭირო სათემო რადიო? [Video]