FM97.5 / LIVE

15 მარტს საქართველოში ქართული არტილერიის დღე აღინიშნა

მთავარისაზოგადოება 28.03.2016
15 მარტს ქართულმა არტილერიამ 24 წლის იუბილე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებები საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების I საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე – ვაზიანში და II საარტილერიო ბრიგადაში – ქალაქ ხონში ერთდროულად მიმდინარეობდა.

15 მარტს  საქართველოში ქართული არტილერიის დღე აღინიშნა

არტილერია ყველა ქვეყნის სახმელეთო ძალების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ქართველ არტილერისტებს საამაყო ბიოგრაფია აქვთ. ეს ბიოგრაფია გვიანი შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს, საქართველოს პირველი რესპუბლიკით გრძელდება და მოდის დღემდე. ქართველმა არტილერისტებმა საკუთარი პროფესიონალიზმი არაერთხელ დაამტკიცეს. არტილერიის დღის 15 მარტს აღნიშვნის ტრადიციაც სწორედ ამ საამაყო ბიოგრაფიის ნაწილია და საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან ფურცელს უკავშირდება.

ზუსტად 23 წლის წინ, 15 მარტს, როდესაც მოწინააღმდეგემ ინტენსიური საარტილერიო სროლებით დაარღვია მოქმედი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და იერიში მიიტანა სოხუმზე, როდესაც რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები და აფხაზური შეიარაღებული ფორმირებები უტევდნენ სოხუმს, ყველაზე ფართომასშტაბიანი, „მარტის შემოტევის“ მოგერიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების არტილერიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა.

არტილერისტებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა პირველ საარტილერიო ბრიგადაში მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ამასთან ერთად, თინათინ ხიდაშელმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ არტილერისტთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიება სამხედრო ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გახსნა.

"არტილერისტებს მინდა მივულოცო პროფესიული დღე. აქაც, ამ ბრიგადაშიც, როგორც ხონში, იმართება ღონისძიება და მინდა, აქედან შევეხმიანო II საარტილერიო ბრიგადის მთელ შემადგენლობას, მეთაურს, ყველას მინდა წარმატება ვუსურვო; ქვეყანას არ დასჭირვებოდეს მათი სამსახური, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისევე, როგორც მთელი ამ 24 წლის განმავლობაში, თავგანწირვით და მხედრული მამაცობით გვერდში დაუდგებიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს მადლიერები ვართ, ვიხსენებთ გმირებს, რომლებიც, სწორედ ამ საარტილერიო ბრიგადებიდან იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას ყველა ომში, რომელიც საქართველომ გადაიტანა და კვლავ იმედიანად ვართ“, –განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

საზეიმო ღონისძიება როგორც ვაზიანში, ასევე ხონში დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. ოფიცრები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის დააჯილდოეს. ღონისძიებაზე სტუმრებს ბრიგადის შეიარაღებისა და ტექნიკის დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ. ღონისძიებებს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ბრიგადების პირადი შემადგენლობები, ასევე სამხედროების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

(R)


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საარტილერიო სწავლება ორფოლოს პოლიგონზე
საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [R]
საქართველომ დამოუკიდებლობის დღე იზეიმა [R]
ორფოლოში მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016“ დასრულდა[Photo]
ახალციხეში ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს
III ქვეით ბრიგადაში მუსლიმი სამხედროებისთვის სამლოცველო გაიხსნა [Video]
ახალციხეში ტანკისტის დღე თინათინ ხიდაშელის გარეშე იზეიმეს