FM97.5 / LIVE

III ქვეით ბრიგადაში მუსლიმი სამხედროებისთვის სამლოცველო გაიხსნა [Video]

მთავარისაზოგადოება 06.03.2016
'ყველა სამხედრო მოსამსახურე, ვინც ქართულ ჯარში მსახურობს, თანასწორია და ყველას თანაბრად ექნება საკუთარი რელიგიით, მრწამსით სარგებლობის საშუალება', – ქუთაისში, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეით ბრიგადაში, მუსლიმი სამხედროებისთვის სამლოცველო გაიხსნა.

III ქვეით ბრიგადაში მუსლიმი სამხედროებისთვის სამლოცველო გაიხსნა [Video]

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების პრინციპის დაცვისთვის სათანადო ღონისძიებების გატარება დაიწყო. ამ მიზნით, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქუთაისში, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეით ბრიგადას ესტუმრა. თინათინ ხიდაშელმა საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის წინამძღვართან, მუფთ ბეგლარ ქამაშიძესთან ერთად ბრიგადაში მომსახურე მუსლიმი სამხედროებისთვის ბაზის ტერიტორიაზე სამლოცველო გახსნა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ამჟამად, III ქვეით ბრიგადაში მუსლიმი აღმსარებლობის 103 სამხედრო მსახურობს. სალოცავის გახსნის შემდეგ მუფთმა III ქვეით ბრიგადაში მუსლიმი სამხედრო მოსამსახურეები დალოცა. თავდაცვის მინისტრმა კი ჯარისკაცებთან საუბრისას დემოკრატიულ ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"დემოკრატიული ხელისუფლება ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ყველას აქვს შესაძლებლობა ემსახუროს საკუთარ ქვეყანას, მაგრამ ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს რელიგიის თავისუფლებით. ჩვენ ეს ინიციატივა გავახმოვანეთ პანკისში ყოფნის დროს და რეალობაში დავიწყეთ მისი საქმით გადაქცევა. ყველა სიტყვა, რომელსაც ვამბობ, შემდეგ საქმედ იქცევა და ესეც ამის ერთ-ერთი დასტურია. ყველა ბრიგადაში, სადაც მუსლიმი სამხედროები მსახურობენ, ექნებათ საკუთარი აღმსარებლობის სრული, აბსოლუტური თავისუფლება. ამიტომ, მისასალმებელია, რომ III ქვეითმა ბრიგადამ ასე სწრაფად მოუყარა თავი ყველა საჭირო პირველად ღონისძიებას, რათა გაგვეხსნა ეს სამლოცველო. იმედი მაქვს, რომ მარტის ბოლოს კიდევ ორ ბრიგადაში შევძლებთ დავასრულოთ ეს პროცესი. ყველა სამხედრო მოსამსახურე, ვინც ქართულ ჯარში მსახურობს, თანასწორია და ყველას თანაბრად ექნება საკუთარი რელიგიით, მრწამსით სარგებლობის საშუალება. ჩვენ ამისთვის ყველა პირობას შევქმნით და ამის გარანტი თავდაცვის სამინისტროა,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.


თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ვიდეომასალა

დღესვე თავდაცვის მინისტრმა III ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას სახმელეთო ჯარების ახლადდანიშნული დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე გააცნო, რომელსაც დასავლეთ სარდლობის შტაბს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ.

III ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამლოცველოს გახსნის ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელი პირები.

"საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში მუსლიმი სამხედროებისთვის სალოცავების გახსნა თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დაიწყო. თინათინ ხიდაშელმა აღნიშნული გადაწყვეტილება პირველად პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას გააჟღერა. სამხედრო ქვედანაყოფებში სათანადო ღონისძიებების გატარება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებული რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების დაცვას ისახავს მიზნად", – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჯარისკაცები საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ
ცოცხალი ძალის გარდა ბორჯომში სამხრედრო ტექნიკაც მუშაობს
15 მარტს  საქართველოში ქართული არტილერიის დღე აღინიშნა
თავდაცვის მინისტრი აბიტურიენტებს შეხვდა
აგვისტოს ხანძრების ლიკვიდაციაში ჩართულ ჯარისკაცებს 625–ლარიანი პრემია მისცეს
თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალციხეში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო  სავალდებულო სამსახურში აღარ გაიწვევს