FM97.5 / LIVE

ორფოლოში მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016“ დასრულდა[Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.09.2016
დღეს, 9 სექტემბერს ორფოლოს სასროლეთზე მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016“-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ორფოლოში მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016“ დასრულდა[Photo]
დახურვის ცერემონიალის დაწყებამდე სწავლებაში მონაწილე სამხედრო ქვედანაყოფებმა საჩვენებელი წვრთნები გამართეს. სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მაღალი ღირებულების მიზანზე რეიდი ჩაატარეს. ქართულმა და ამერიკულმა ჯავშანტექნიკამ, საარტილერიო დანადგარებმა და ავიაციამ შეტევითი, თავდაცვითი და უკან გამოსვლის ოპერაცია განახორციელეს.

მრავალეროვნული სწავლების დახურვის ცერემონიალი სწავლებაში მონაწილე სახელმწიფოების ჰიმნებით გაიხსნა. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა, წუთიერი დუმილით საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„დღეს აქ გაისმა ექვსი ქვეყნის ჰიმნი. თქვენი ჰიმნები ისმის მიწაზე, რომელსაც ჩემი წინაპრები 3000 წლის განმავლობაში იცავდნენ. იცავდნენ ბევრად უფრო ძლიერი მტრისგან, იცავდნენ თავგამოდებით და 21-ე საუკუნეში მოიყვანეს ძალიან ძლიერი, მაგრამ მცირერიცხოვანი ერი. დღეს თქვენ ძალიან შთამბეჭდავი სურათი გვაჩვენეთ. მე მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, რომელიც ამ ძალიან მნიშვნელოვანი სწავლების ორგანიზებაში მონაწილეობდა" - განაცხადა ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მრავალეროვნული სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სამხედრო წვრთნების წარმატებით დასრულება მიულოცა.

„მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვამოძრავებს საერთო ღირებულებები. სწორედ ეს ღირებულებებია, რომლებიც გვამტკიცებს და ჩვენს მორალს შეურყეველს ჩვენ ერთმანეთს, სწორედ ძლიერები ვჭირდებით, სწორედ ისეთები ვჭირდებით, როგორც თქვენ წვრთნებში აჩვენებთ საკუთარ თავს. მე მინდა, გულითადი მადლობა ვუთხრა თითოეული ქვეყნის წარმომადგენელს, რომლებიც ამ წვრთნებში მონაწილეობდნენ, განსაკუთრებით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ის საზღვაო ქვეითებს და ბუნებრივია, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი ქვეყნის გენერალურ შტაბს წარმატებული წვრთნებისთვის“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მრავალეროვნული სწავლება დადებითად შეაფასა და ქვედანაყოფებს წვრთნების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს ვნახე სწორი დაგეგმარება, სიზუსტე, სისწრაფე და ამოცანის გულიანი შესრულება. მესმის, რომ ერთი ამოსუნთქვით ამის განხორციელება არ ხდება. ამ ყველაფრის უკან ძალიან დიდი ოფლი და შრომა დგას. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ პროფესიონალიზმს და ვაჟკაცობას არ აქვს ეროვნება. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვირჩევთ ომს, ომი გვირჩევს ჩვენ. ამიტომ, მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი გამოწვევის და რისკისთვის, რადგან ჩვენს უკან დგას ქვეყნები, საერთო უსაფრთხოება და ჩვენი ღირებულებები“, - აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსმა.

მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016” საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა და აშშ-ის საზღვაო ქვეითებმა ჩაატარეს. სამხედრო წვრთნების მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთქმედების დახვეწა, რეგიონში უსაფრთხოების მხარდაჭერა, თავდაცვით და თავდასხმითი ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის შენარჩუნება და გაღრმავება იყო.

სამხედრო სწავლებაში 1200-მდე საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინის და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა. „Agile Spirit 2016“ სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავდა. სწავლების საველე ნაწილი ორფოლოს სასროლეთზე, სამეთაურო საშტაბო ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე ჩატარდა.

ორფოლოში მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016“ დასრულდა[Photo]

ორფოლოში მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016“ დასრულდა[Photo]

ორფოლოში მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016“ დასრულდა[Photo]

ორფოლოში მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016“ დასრულდა[Photo]

ორფოლოში მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016“ დასრულდა[Photo]

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ორფოლოში სამხედრო სწავლების დახურვას მთავრობის პირველი პირები დაესწრნენ
მრავალეროვნული სწავლების „Agile Spirit 2016” ღია კარის დღე
პრეზიდენტი ორფოლოში სამხედრო სწავლების გახსნის ცერემონიას დაესწრო
ორფოლოში სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017 გაიხსნება
სამხედრო სწავლებისათვის განკუთვნილი ამერიკული ჯავშანტექნიკა ახალციხეში შემოაქვთ
ორფოლოში საჩვენებელი წვრთნები მოეწყო [Photo]
საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას უმასპინძლებს