FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრის დირექტორმა იურისტად ძმა დანიშნა

მთავარისაზოგადოება 28.03.2016
მესხეთის სახელმწიფო თეატრის დირექტორმა იურისტს დასრულებული ხეშლერკულების ვადა აღარ გაუგრძელა და ამ პოზიციაზე ძმა დანიშნა.

მესხეთის თეატრის დირექტორმა იურისტად ძმა დანიშნა
სსიპ მესხეთის–სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორმა ირაკლი ათუნაშვილმა მიმდინარე წლის იანვრიდან იურისტად ძმა ნიკოლოზ ათუნაშვილი აიყვანა. მასთან ხელშეკრულება ერთი წლის ვადით გაფორმდა.

მანამდე თეატრში იურისტად ნინო დემეტრაძე მუშაობდა. მას ხელშკრულების ვადა 2015 წლის დეკემბრის ბოლოს ამოეწურა.

„რატომ მითხრეს უარი ხელშკერულების გაგრძელებაზე არ ვიცი, დირექტორს რომ შევხვდი და ვესაუბრე მითხრა, ვადა ამოიწურა და აღარ ვაპირებთ შენთან თანამშრომლობასო“, – ამბობს ნინო დემეტრაძე.

ათუნაშვილი კი ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება დემეტრაძესთან ხელშეკრულება აღარ გაეგრძელებინა, ერთად მიიღეს: „ისეთი რაღაცეები დავავალე, რასაც ვერ შეძლებდა იმ მომენტში, რადგან პატარა ბავშვი ჰყავს და თბილისში, სასამართლოში იყო ბევრი სარბენი. მშენებელი გვიჩიოდა. მითხრა ვერ შევძლებო, ავუხსენი რა ვითარებაც იყო და ერთობლივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“.

აღნიშნულს უარყოფს დემეტრაძე: „კანონში სადმე წერია, რომ თუ ერთ წლამდე ასაკის შვილი გყავს სამსახურიდან უნდა გამოგიშვან?! პირველი შვილი როცა მყავდა პატარა, მაშინ უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობებს ვართმევდი თავს. ოჯახური მდგომარეობა ხელს არაფერში შემიშლიდა. ვერ იტყვიან, რომ რაღაცა დამავალეს და ვერ შევასრულე“.

დემეტრაძის განცხადების მიუხედავად ათუნაშვილი აქცენტს პროფესიონალ კადრზე აკეთებს და აცხადებს, რომ მას თეატრში მშენებელ კომპანიასთან არსებული დავის გამო, კვალიფიციური თანამშრომელი სჭირდებოდა. შეკითხვაზე, იყო თუ არა კვალიფიციური დემეტრაძე, გვპასუხობს: „ეგ თავად ნინოს ჰკითხეთ“.

„ბევრ უფრო მნიშვნელოვან პოზიციაზე მიმუშავია, არ მცოდნე რომ ვყოფილიყავი, არავინ დამასაქმებდა“, – ასე გვიპასუხა დემეტრაძემ.
მესხეთის სახლემწიფო დრამატული თეატრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. თეატრი სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით ფინანასდება. მიმდინარე წელს თეატრს ახალციხის ბიუჯეტიდან 80 000 ლარი დაერიცხება, კულტურის სამინისტროდან კი 250 000.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის“ იურისტები აცხადებენ, თეატრის დირექტორს, იმით რომ ძმა დაასაქმა პირდაპირ კანონი არ დაურღვევია, რადგან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, კადრების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების ვალდებულება არ აქვთ. თუმცა, მომავალი წლიდან, თეატრის დირექტორი ოჯახის წევრთან ხელშეკრულებას ვეღარ გააფორმებს.

„2017 წლიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ ახალი კანონი შედის ძალაში, რომლის მიხედვითაც სსიპ–ები საჯარო სამსახურები ხდებიან. ჯერ უცნობია, კონკრეტულად თეატრებს რამდენად შეეხება ეს, რადგან ახალი კანონი არ გამოქვეყნებულა“, – ამბობს საიას იურისტი ნინო ცუხიშვილი.

საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ მოქმედი კანონით კი:„თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე საჯარო მოხელედ არ შეიძლება დაინიშნოს ამ პირის ახლო ნათესავი, კონკურსის წესით დანიშვნის გარდა."

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის გიგი ჩიხლაძის განცხადებით, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ დირექტორის ძმას უფლებამოსილების მოხსნა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი დაირღვევა.

„როცა საჯარო სამსახურად ჩაითვლება თეატრი და აკრძალვა გვექნება, ამას ისე შევასწორებთ როგორც საჭირო იქნება“, – ამბობს თეატრის დირექტორი ირაკლი ათუნაშვილი.

შეკითხვაზე, მინიმუმ უხერხულობა თუ მაინც არ შეუქმნა იმ გარემოებამ, რომ ბიუჯეტით დაფინანასებულ ორგანიზაციაში, იერარქიულად მის ქვემოთ მდგომ პოზიციაზე საკუთარი ძმა დაასაქმა, გვაპსუხობს: „ ვასაქმებ რას ჰქვია?! ის კვალიფიციური იურისტი და ადვოკატია, რომლის ცოდნა და გამოცდილებაც მჭირდება. რატომ დავიქირაო ადვოკატი და ვუხადო დიდი თანხა, როცა ეს მიზერულ ანაზღაურებაზე მუშაობს და საქმეს მიკეთებს?!“

იურისტიები კი ირწმუნებიან, რომ როგორი კვალიფიციური კადრიც არ უნდა იყოს თეატრის ახალი თანამშრომელი, ის რომ დირექტორმა საკუთარი ოჯახის წევრი დაასაქმა, არაჯანსაღი პროცესია.

„ამას დადებითად ვერავინ შეაფასებს. ეს უნდობლობას იწვევს, რადგან თეატრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნდობა, რომ თანხა კვალიფიციურ თანამშრომლებზე ობიექტურად ნაწილდება. ეს კი არაობიექტურობისა და უნდობლობის განცდას აჩენს“, – ამბობს საიას იურისტი ნინო ცუხიშვილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრი ახალ სეზონისთვის მზადებას ვერ იწყებს
მესხეთის თეატრი პირველი პრემიერისთვის ემზადება
სამხარეო ადმინისტრაციაში მესხეთის თეატრის ბიუჯეტზე იმსჯელებენ
დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს
მესხეთის თეატრის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ნინოწმინდის გამგებელი: „ქორწილში მანქანით ჩემი შვილი იყო“
მესხეთის თეატრი რეპერტუარს არჩევს