FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ახალი ააიპ–ი ფუძნდება, რომელსაც თანხას ყველა მუნიციპალიტეტი გამოუყოფს

მთავარიეკონომიკა 25.03.2016
სამცხე–ჯავახეთში ახალი არაკომერციული, არამომგებიანი იურიდიული პირი (ააიპ), სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სარაგბო კლუბი ფუნძდება, რომლსთვისაც თანხას, სავარაუდოდ, 20.000–დან 25.000–მდე ლარის ოდენობით, რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტი გაიღებს.

სამცხე–ჯავახეთში ახალი ააიპ–ი ფუძნდება, რომელსაც თანხას ყველა მუნიციპალიტეტი გამოუყოფს

ახალი ააიპ–ის შექმნის აუცილებლობასა და საჭიროებაზე, ქალაქ ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

„ასპინძის ბაზაზე საბავშვო სარაგბო გუნდი ყალიბდება, ჩვენ, სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, წილობრივ მონაწილეობას ვიღებთ. რაგბში სამცხე–ჯავახეთის გუნდის ჩამოყალიბება რეგიონში სპორტის განვითარებას ემსახურება“, – ასე ახსნა ახალი ააიპ–ის დაფუძნებისა და მისთვის თანხის გამოყოფის საჭიროება ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ.

ასპინძის სარაგბო ბაზაზე ჩამოყალიბებულ რაგბის რეგიონულ გუნდში ახალგაზრდებს რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტიდან შეკრებენ. თითო მუნიციპალიტეტიდან, რამდენი სპორტსმენი იქნება და რა ასაკობრივი კატეგორიის გუნდი ჩამოყალიბდება, ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა, ცნობილია, რომ თანხა შვიდივე ადგილობრივმა ბიუჯეტმა უნდა გადაიხადოს.

უკვე ცნობლია, რომ ახალციხის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები ადგილობრივი ბიუჯეტებიდან 20. 000 ათას ლარს გაიღებენ, ბორჯომის და ადიგენის თვითმმართველობები კი 25. 000-ს. რაც შეეხება ქალაქ ახალციხეს, კითხვაზე, რა თანხას გაიღებს ქალაქის ბიუჯეტი, დავით ლომიძე გვპასუხობს, რომ ამ საკითზე ჯერ არ უმსჯელიათ: „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები შეიკრიბებიან და თანხებს ერთად განსაზღვრავენ. რასაც შემდგომ საკრებულო დაამტკიცებს“.

მართალია თანხები განსაზღვრული არ აქვთ, მაგრამ, საკრებულოს სხდომაზე ახალი ააიპ–ის დაფუძნების საკითხს კენჭი უკვე უყარეს. საკითხი ერთხმად არ დამტკიცებულა. მიუხედავად ხელმძღვანელობის არგუმენტებისა, უმცირესობა სხვა მუნიციპალიტეტში დაარსებული ააიპ–ისთვის თანხის გადარიცხვის საჭიროებას ვერ ხედავს.

„ასპინძაში უნდა იყოს კლუბი, რომელიც ახალციხემ უნდა დააფინანსოს?! მე ამის საჭიროებას ნამდვილად ვერ ვხვდები, ახალციხესაც აქვს სპორტული კლუბი და მერიამ ის დააფინანსოს“, – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურა სადათიერაშვილმა.

როდის დაფუძნდება ოფიციალურად ასპინძის სარაგბო ბაზაზე, ა(ა)იპ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სარაგბო კლუბი და როგორი იქნება მისი წესდება, ეს ჯერ ცნობილი არ არის. იმისათვის რომ ააიპ–ი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდეს, რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობაა საჭირო.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში რეგიონული რაგბის გუნდი ჩამოყალიბდება
‘ტაო’ –  რაგბის პირველი გუნდი, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით
რაგბის რეგიონულ გუნდში  300 მოზარდი ივარჯიშებს
‘ტაომ’ ფოთის კლუბი ‘ივერია’ დაამარცხა
სარაგბო კლუბი ‘ტაო’ უნივერსიტეტს თანამშრომლობას სთავაზობს
‘ბურუსით არის მოცული და ლაბირინთივითაა’, – დეპუტატებმა ტურიზმის ააიპ–ის დაფინანსება გააპროტესტეს
გუნდი ‘ტაო’ თბილისის ‘იუნკერებთან’ დამარცხდა