FM97.5 / LIVE

შსს–მ საპოლიციო კონტროლის დროს 207 პირი დააკავა

მთავარისამართალი 27.03.2016
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. რეიდის დროს, ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 59, ხოლო ადმინისტრაციული წესით – 148 პირი დააკავეს, ასევე, გახსენეს სისხლის სამართლის 192 დანაშაული;

შსს–მ  საპოლიციო კონტროლის დროს  207 პირი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2016 წლის 23-26 მარტს მიმდინარე სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლენილი დანაშაულებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა და გაიხსნა სისხლის სამართლის 192 დანაშაული და დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 966 შემთხვევა.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მიერ განხორციელებული საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა 2 ძებნილი პირი დააკავეს.

გამოვლენილი და გახსნილია სისხლის სამართლის 192 დანაშაული, მათ შორის:

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) 67 ფაქტი;

ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 60-ე მუხლი) 29 ფაქტი;

საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის (სსკ-ს262-ე მუხლი) 8 ფაქტი;

ძარცვის (სსკ-ს 178-ე მუხლი) 2 ფაქტი.

დაფიქსირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის 966 შემთხვევა, მათ შორის:

ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) 77 ფაქტი;

წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) 28 ფაქტი;

დაუმორჩილებლობის (ასკ-ის 173-ე მუხლი) 36 ფაქტი;

დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) 34 ფაქტი.

საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 8 ავტომატი, 8 პისტოლეტი, 4 რევოლვერი, 4 ყუმბარმტყორცნი, 6 შაშხანა, 9 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 50 ხელყუმბარა, 6 ჭურვი, 3 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, 3 კვამლმდენი, 7 ამფეთქი ფალია, 8 ელექტროდეტონატორი; 1 კაფსულდეტონატორი, 2,1 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, 4540 ცალი სხვადასხვა კალიბრის ვაზნა. ასევე ამოღებულია: 9 შეკვრა და 0,8345 გრ. ჰეროინი, 1,5 გრ. ბუპრენორფინი, 10 შეკვრა და 39 აბი "სუბოქსინი", 45 აბი "კოდეინი", 8 შეკვრა მარიხუანა, 39 შეკვრა და 450 გრ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. "ბიო", 250 აბი "აქტიფედი", 361 აბი სხვადასხვა ფსიქოტროპული მედიკამენტი, 8 ცალი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი, საინექციოდ გამზადებული შპრიცი და 1 ძირი კანაფი.

საპოლიციო კონტროლის დროს, ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 59, ხოლო ადმინისტრაციული წესით – 148 პირი დააკავეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს–მ  საპოლიციო კონტროლის შედეგად ორ დღეში 53 პირი დააკავა
შსს–მ ორ დღეში სისხლის სამართლის 57 დანაშაული გამოავლინა
შსს: საპოლიციო კონტროლის შედეგად, სისხლის სამართლის 101 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი გამოვლინდა
შსს–მ საპოლიცო კონტროლის დროს   57 პირი დააკავა
ორ დღეში 64 პირის დაკავება – საპოლიციო 'რეიდის' შედეგები
შსს–მ სამცხე–ჯავახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შსს ბოლო პერიოდში მომხდარი კრიმინალური ფაქტების სტატისტიკას აქვეყნებს