FM97.5 / LIVE

შსს: საპოლიციო კონტროლის შედეგად, სისხლის სამართლის 101 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი გამოვლინდა

მთავარისამართალი 22.02.2016
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18-19 თებერვალს განხორციელებული საპოლიციო კონტროლის შედეგად, სისხლის სამართლის დანაშაულის 101 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი გამოვლინდა

შსს: საპოლიციო კონტროლის შედეგად, სისხლის სამართლის 101 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს–მ დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მიერ, 2016 წლის 18-19 თებერვალს განხორციელებული საპოლიციო კონტროლის შედეგად, დაკავებულ იქნა 3 ძებნილი პირი და ქვეყანაში არალეგალურად მყოფი, რუსეთის ფედერაციის 1 მოქალაქე.

გამოვლენილია სისხლის სამართლის დანაშაულის 101 ფაქტი, მათ შორის:

1.ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) 20 ფაქტი;
2.ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლი) 15 ფაქტი;
3.ნარკოტიკების განმეორებით უკანონო მოხმარების (სსკ-ის 273-ე მუხლი) 24 ფაქტი;
4.ქურდობის (სსკ-ის 177-ე მუხლი) 28 ფაქტი;

სამართალდამცველებმა გამოავლინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი, მათ შორის:

1.ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) 71 ფაქტი;
2. წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე მუხლი) 7 ფაქტი;
3.დაუმორჩილებლობა/წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) 38 ფაქტი;
4.ცივი იარაღის ტარების (ასკ-ის 181-ე პრიმა მუხლი) 34 ფაქტი;
5.საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის სმის (ასკ-ის 171-ე მუხლი) 30 ფაქტი;

სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის 589 ფაქტი.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 4 ავტომატი, 1 შაშხანა, გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 პისტოლეტი, 57 ხელყუმბარა, 4 კაფსულ-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 732 ვაზნა ამოიღეს. ასევე, ამოღებულია 73 აბი „სუბუტექსი“, 1 შეკვრა „ბუპრენორფინი“, 5 შეკვრა „ბიო“, 6 აბი და აბის ნატეხი „სუბოქსინი“, 3 გრამი ჰეროინი, 2 შეკვრა მარიხუანა და 1 შეკვრა მცენარეული მასა.

შედეგად, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულ იქნა 37 პირი, მათ შორის: 11 პირი - სსკ-ის 260-ე მუხლით, 7 პირი – სსკ-ის 236-ე მუხლით, 14 პირი – სსკ-ის 177-ე მუხლით, 2 პირი - სსკ-ის 273-ე მუხლით, 2 პირი - სსკ-ის 353-ე მუხლით და 1 პირი - სსკ-ის 117-ე მუხლით.

შეგახსენებთ, 18–19 თებერვალს საპოლიციო კონტროლი მიმდინარეობდა ახალციხეშიც.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს–მ  საპოლიციო კონტროლის შედეგად ორ დღეში 53 პირი დააკავა
შსს–მ საპოლიცო კონტროლის დროს   57 პირი დააკავა
შსს–მ ორ დღეში სისხლის სამართლის 57 დანაშაული გამოავლინა
შსს–მ  საპოლიციო კონტროლის დროს  207 პირი დააკავა
ორ დღეში 64 პირის დაკავება – საპოლიციო 'რეიდის' შედეგები
კარწახში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე 1 პირი დააკავეს
შსს–მ სამცხე–ჯავახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო