FM97.5 / LIVE

შსს–მ ორ დღეში სისხლის სამართლის 57 დანაშაული გამოავლინა

მთავარისიახლე, სამართალი 28.01.2017
26-27 იანვარს, საპოლიციო კონტროლის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სისხლის სამართლის 57 დანაშაული გამოავლინეს.

შსს–მ ორ დღეში სისხლის სამართლის 57 დანაშაული გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა. მის მიზანს დანაშაულის პრევენცია და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვია წარმოადგენდა.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „სისხლის სამართლის 57 დანაშაულს შორისაა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) - 9 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) - 15 ფაქტი; ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა-გატანის (სსკ-ს 262-ე მუხლი) - 1 ფაქტი; სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) - 2 ფაქტი; პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის (სსკ-ს 353-ე მუხლი) - 3 ფაქტი; ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) - 1 ფაქტი; ოჯახში ძალადობის (სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლი) - 3 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) - 5 ფაქტი; ხულიგნობის (სსკ-ს 239-ე მუხლი) - 1 ფაქტი; პოლიციამ 2 ძებნილი პირი დააკავა“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 883 შემთხვევა, მათ შორის:

„ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ს 45-ე მუხლი) - 28 ფაქტი; წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) - 9 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ს 173-ე მუხლი) - 21 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხლები) - 13 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 21 ფაქტი“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 16, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 36 პირი დააკავეს.

„საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 2 პისტოლეტი, 2 შაშხანა, 1 რევოლვერი, 1 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 სანადირო თოფი, 3 ხელყუმბარა, 1 დეტონატორი, 300 გრამი ტროტილი და 122 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა. ასევე, ამოღებულია: 3 შეკვრა ჰეროინი, 1 შეკვრა „ბიო“, 100 აბი „გერალგინი“, 1 შეკვრა ამფეტამინი; 1 შეკვრა „მდმა“ და სხვა“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს–მ საპოლიცო კონტროლის დროს   57 პირი დააკავა
შსს–მ  საპოლიციო კონტროლის შედეგად ორ დღეში 53 პირი დააკავა
ორ დღეში 64 პირის დაკავება – საპოლიციო 'რეიდის' შედეგები
შსს: საპოლიციო კონტროლის შედეგად, სისხლის სამართლის 101 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი გამოვლინდა
შსს–მ  საპოლიციო კონტროლის დროს  207 პირი დააკავა
შსს–მ სამცხე–ჯავახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
უკანონო ნადირობის 11 ფაქტი ერთ თვეში სამცხე–ჯავახეთში