FM97.5 / LIVE

ეთნიკურ უმცირესობებს, შესაძლოა, წინასაარჩევნოდ ინფორმაციაზე წვდომა შეეზღუდოთ

მთავარისაზოგადოება 22.03.2016
შესაძლოა სამცხე–ჯავახეთში უმცირესობების ენაზე მაუწყებლობა შეწყდეს, რაც ინფორმაციულ ვაკუუმს გამოიწვევს. ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომლის თანახმად, მაუწყებლობაზე ავტორიზებული ლიცენზირებული ტელემაუწყებელი ვალდებულია, პროგრამები განათავსოს მხოლოდ სახელმწიფო ენაზე, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

ეთნიკურ უმცირესობებს, შესაძლოა, წინასაარჩევნოდ ინფორმაციაზე წვდომა შეეზღუდოთ

დღეს პარტნიორობა „თავისუფალი არჩევნისთვის“ შემავალმა ორგანიზაციებმა: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ, საზოგადოებრივმა დამცველმა, საქართველოს მედიამონიტორინგის ცენტრმა, კონსტიტუციის 42-ე მუხლმა, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, “მრავალეროვანმა საქართველომ“ პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ პარტნიორი ორგანიზაციები ეთანხმებიან ვენეციის კომისიის და ODIHR–ის ერთობლივ დასკვნაში გამოთქმულ რეკომენდაციებს საარჩევნო რეფორმის მომავალში უკეთ გახორციელების თაობაზე; ასევე, მიიჩნევენ, რომ დასკვნაში მითითებული ხარვეზები გამომდინარეობს კონსულტაციებში ყველა დაინტერესებული პირის ნაკლები ჩართულობიდან, რამაც დააზიანა პროცესის ინკლუზიურობა.

პარტნიორობა “თავისუფალი არჩევნისთვის“ ჩართული ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ პროცესი მართლაც არ იყო გამჭვირვალე, რის შესახებაც არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ; მიგვაჩნია, რომ აუცილებელი იყო შექმნილიყო საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფი საზოგადოების ფართო მონაწილეობით. ვენეციის კომისიის დასკვნიდანაც კარგად ჩანს, რომ ამგვარი - გაფართოებული ფორმატის ჯგუფის შექმნა პროცესების გამჭვირვალობის, მაქსიმალური კონსენსუსისა და პასუხისმგებლობის გადანაწილებისთვის დღესაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – ამბობს პარტნიორი ორგანიზაციის - სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კონსტანტინე კანდელაკი.

პრესკონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა კონკრეტულ ფაქტზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს გაუმჭვირვალე პროცესებს.

როგორც პრესკონფერენციაზე საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა განაცხადა, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომლის თანახმად, მაუწყებლობაზე ავტორიზებული ლიცენზირებული ტელემაუწყებელი ვალდებულია, პროგრამები განათავსოს მხოლოდ სახელმწიფო ენაზე. აღნიშნული რედაქციის საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, განსაკუთრებით პრობლემური გახდება ეთნიკური უმცირესობების ინფორმირება. საგულისხმოა, რომ სამცხე-ჯავახეთში სამი ქართულ-სომხურენოვანი, ხოლო ქვემო ქართლში – სამი აზერბაიჯანულ-ქართულენოვანი ადგილობრივი მაუწყებელია.

„მიგვაჩნია, რომ ამ ცვლილებით აშკარად იზღუდება უმცირესობების უფლებები და საქართველოს მოქალაქეები, განსაკუთრებულად მნიშვნელოვან - საარჩევნო პერიოდში, რჩებიან საინფორმაციო ველის მიღმა, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოებრივ ინტერესებს“, – ამბობს საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი ია მამალაძე.

პარტნიორობა “თავისუფალი არჩევნისთვის“ რესურსების გაერთიანებით, გეგმავს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს, რეკომენდაციების შემუშავებას და საზოგადოებისთვის გაცნობას; ასევე, არჩევნების პროცესში მონაწილე ყველა ინსტიტუციასთან, მხარესთან პარტნიორობას და თანამშრომლობას. გაერთიანების მიზანია, ხელი შეუწყოს არჩევნების დემოკრატიულ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


საარჩევნო ადმინისტრაციამ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი
'საერთაშორისო გამჭვირვალობის' რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრაციას
არჩევნების პორტალი: დარღვევა ახალციხის N4 საარჩევნო უბანზე
არჩევნების დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი ამოქმედდება
არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო (R)
თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის ჟურნალისტებმა ქსელი შექმნეს