FM97.5 / LIVE
უმცროსკლასელი მოსწავლეები მძიმე სასკოლო ჩანთებს უჩივიან

უმცროსკლასელი მოსწავლეები მძიმე სასკოლო ჩანთებს უჩივიან

მთავარისაზოგადოება » განათლება 07.12.2012
უმცროსკლასელი მოსწავლეები და მათი მშობლები მძიმე სასკოლო ჩანთებს უჩივიან. მშობლები ამბობენ, რომ ბავშვებს ხერხემლის პრობლემები უჩნდებათ

უმცროსკლასელი მოსწავლეები მძიმე სასკოლო ჩანთებს უჩივიან
ელეონორა გვარამაძე ტყუპი გოგონების დედაა. ამბობს, რომ მის ერთ-ერთ ქალიშვილს დატვირთვის გამო ზურგის არეში ტკივილები დაეწყო.

- ’ბეჭებშიც მოიხარა, ძალიან ვნერვიულობდი. ახლა ბავშვს ცეკვაზე ვატარებ, სხვადასხვანაირ ვარჯიშებს ვაკეთებინებ და მდგომარეობა მგონი უმჯობესდება’, - ამბობს იგი.

შვილის სასკოლო ჩანთის სიმძიმე აწუხებს ლუსინე დურგალიანსაც.

- ‘ერთხელ ჩანთა ავწონეთ და რვა კილო გამოვიდა. ჩემი შვილი კი ძალიან გამხდარია, 31 კილოა, როგორ შეიძლება ამსიმძიმე ჩანთის ყოველდღე ტარება?!’ - ამბობს იგი.

მოსწავლეები ამბობენ, რომ სახელმძღვანელოები ისეა შედგენილი, რომ აუცილებელია სკოლაში ყოველდღე ყველა წიგნი წაიღონ. ამიტომ, ხშირად მათ ჩანთის ტარებაში მშობლები ეხმარებიან, ზოგმა კი ზურგჩანთა გორგოლაჭებიანი ჩანთით ჩაანაცვლა.

’სახელმძღვანელოებში სურათები უფრო მეტია ვიდრე ტექსტი. არ შეიძლება ასეთი რამ. როგორ შეიძლება ბავშვის ჩამოუყალიბებელმა ხერხემალმა ყოველდღე ამხელა დატვირთვა მიიღოს?! იქნებ წიგნები ნაწილებად გამოუშვან, ამით ბავშვებს ტვირთი შეუმსუბუქდებათ,’ - ამბობს ნინო ინასარიძე.

სიმძიმის შესაძლო შედეგებზე ექიმებიც საუბრობენ. მათი თქმით, ხერხემლის დატვირთვამ შესაძლოა სვეტის გამრუდება, სქოლიოზი გამოიწვიოს.
- ’დიდმა დატვირთვამ შესაძლოა გულმკერდის ღრუს და ტერფის ძვლების დეფორმაციაც გამოიწვიოს. ტერფის ძვლების დეფორმაცია კი თავსი მხრივ პრტყელტერფიანობას იწვევს.
ამიტომ, საკითხი მეტად მნიშვნელოავანია და აუცილებლად უნდა მიექცეს’, - ამბობს ახალციხის საავადმყოფოს ქირურგი და ვინაობის დაკონკრეტებისგან საავადმყოფოში არსებული მდგომარეობის გამო თავს იკავებს. (შეგახსენებთ, ’ალდაგი ბისიაის’ შესვლის შემდეგ საავადმყოფოში კადრების შემცირება მიმდინარეობს).

[ნინო ბერიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საფეხური: მძიმე სასკოლო ჩანთები [Audio]
ბრტყელტერფიანობა - 21-ე საუკუნის დაავადება ახალგაზრდებში
ექიმი გვირჩევს: სქოლიოზი [Video]
სამმაგი ხარჯი სასკოლო წიგნებისთვის
უფასო წიგნები - შეფასებები ახალციხიდან
ადიგენის სკოლაში ბავშვებს სასმელი წყალი სახლიდან მიაქვთ
შეძლებული ოჯახების მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოები და კომპიუტერები შესაძლოა აღარ გადაეცეთ