FM97.5 / LIVE

ხიზაბავრაში ვაზის დასარგავად ემზადებიან

მთავარიეკონომიკა 14.11.2012
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში მესხური ტერასების აღდგენის მეორე ეტაპი დასრულდა. გაზაფხულიდან ხეხილის დარგვა დაიწყება

ხიზაბავრაში ვაზის დასარგავად ემზადებიან
უკვე გამზადებულია 12 ტერასა ვაზისთვის და 10 ტერასა ნუშისთვის. დანარჩენი 80 ტერასაზე რა დაირგვება მას შემდეგ გადაწყდება, როცა აგრონომები ნიადაგს გამოიკვლევენ.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში უძველესი მესხური ტერასების აღდგენა მაისში დაიწყო. დაახლოებით 2,4 ჰექტარ ტერიტორიაზე ვაზისა და ხეხილის ათასობით ძირი უნდა დაირგოს. აქ უკვე მოწყობილია ღია მუზეუმი ძველ მესხურ სტილზე: მარანით, საწნახელითა და ქვის მაგიდა-სკამებით. აქვეა, ძველი მესხური ქვის ბუხარი და თონე.

იმ ტერასებზე, სადაც ვაზი უნდა დაირგოს, ნიადაგი უკვე დამუშავებულია.

”ჭიგოებიც ჩასმულია, მავთულების გაბმაა დარჩენილი”, - გვიხსნის ნაკვეთის მენეჯერი მანუჩარ ბერიძე.

დამუშავებულ ტერასებზე ვაზის დარგვა ოქტომბრის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი. ნერგები უკვე მოძიებული და გამზადებულია. თუმცა აგრონომები ფიქრობენ, რომ ახლა დარგვა სარისკოა. შესაძლოა ახალდარგულმა ნერგებმა ზამთრის ყინვებს ვერ გაუძლოს. ამიტომ, დაირგვება თუ არა ვაზი წელსვე, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

”ახლა თუ სარისკოდ მოეჩვენათ, გაზაფხულზე აუცილებლად დაირგვება”, - ამბობს მანუჩარ ბერიძე და აქვე ამატებს, რომ ვაზის პირველ მოსავალს მინიმუმ სამ წელიწადში მიიღებენ. ნუშის მოსავალს კი დარგვიდან მეორე წელსვე დაელოდებიან: ”რაც შეეხება დანარჩენ ტერასებს, ჯერ აგრონომები გამოიკვლევენ ნიადაგს და მერე სხვადასხვა ხეხილი, მაგალითად, ვაშლი და ატამი დაირგვება”.

ვაზის ნერგებს ძირითადად კახეთიდან ჩამოიტანენ. გარდა ამისა, დაირგვება ის უძველესი მესხური ჯიშებიც, რომლებიც ადგილობროვების ოჯახებშია შემორჩენილი.

”თვითონ მოდის ხალხი და გვეუბნება რა ჯიშის ვაზი აქვთ”, - ამბობს ნაკვეთის მენეჯერი.
ტერასებისთვის წვეთოვანი სარწყავი სისტემა მოეწყობა. მანუჩარ ბერიძე გვიხსნის, რომ ასეთი ტიპის სარწყავი სისტემა გაფილტრულ წყალს მოითხოვს: ”მდინარის წყალი შეიძლება დაავადებული ან ჭუჭყიანი იყოს, ამიტომ ჯერ მტკვარზე ჭებს გავაკეთებთ და იქიდან წამოვიყვანთ წყალს”.

ღია მარნის უკან დაგეგმილია მცირე ზომის საკვები ობიექტის მშენებლობაც. შენობის საძირკველი უკვე ჩასხმულია. მანუჩარ ბერიძის თქმით, ეს იქნება რესტორნის მსგავსი დაწესებულება, ტურისტებისა და მნახველებისთვის.

ხიზაბავრის ტერასების აღდგენა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივაა. სამუშაოებს სს ”საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაცია” შპს ”მექანიზატორთან” პარტნიორობით ახორციელებს. სამუშაოებზე 60 ადგილობრივი იყო დასაქმებული. ისტორიული მონაცემებით, მდინარე მტკვრის ხეობაში, ხიზაბავრის ტერასებს 30 ჰექტარი ფართობი ეკავა. ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის აგრარულ სამსახურში განმარტავენ, რომ ტერასების აღდგენა გაზაფხულიდან ისევ განახლდება.

ისტორიული მონაცემებით, ამ ტერიტორიაზე მევენახეობა უხსოვარი დროიდან იყო განვითარებული. ხიზაბავრის ვენახები მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ე.წ. ტერასებზე იყო გაშენებული. ტერასებს ადგილობრივები ”დარიჯებს” უწოდებდნენ. ეს იყო მთის ფერდობზე ნაშენი ქვის კედლები, რომლის შენება განპირობებული იყო რელიეფური პირობებით. ტერასი იცავდა მთის ფერდობებს ჩამორეცხვისაგან და ამავე დროს, ხელს უწყობდა მებაღეობისა და მევენახეობის განითარებას.

ამ ადგილს, დროთა განმავლობაში, ვენახები უწოდეს. ვენახები ზღვის დონიდან 1200-1500 მ სიმაღლეზე მდებარეობდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს არის ფერდობი, სადაც თოვლი არასოდეს არ დევს, დილით დადებულ თოვლს, რა სიმაღლისაც არ უნდა იყოს, შუადღის მზე ადნობს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხურ ტერასებზე წელს პირველი ვენახი გაშენდება
ასპინძაში მესხური ტერასების აღდგენა შეჩერდა
მესხურ ტერასებზე ვაზის დარგვა იწყება
სამცხე–ჯავახეთში უძველესი ჯიშის მესხური ვაზი გაშენდება
პრემიერ მინისტრი დღეს სამცხე–ჯავახეთს ეწვევა
მესხურ ტერასებზე N6 საჯარო სკოლის  და TBC ბანკის თანამშრომლებმა ვაზი დარგეს
მესხურ ტერასებზე ჯაყელების საგვარეულო ტერასა გაშენდა