FM97.5 / LIVE

მასწავლებელთა 83%–მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა

მთავარისაზოგადოება » განათლება 10.03.2016
სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობამ სასერტიფიკაციო გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ვერ შეძლო.

მასწავლებელთა 83%–მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა

"ბიზნესკონტაქტის" ინფორმაციით, პედაგოგთა ბოლო საგნობრივი გამოცდა მიმდინარე წლის იანვარში ჩატარდა, სადაც სულ 10 552 პრაქტიკოსი პედაგოგი დარეგისტრირდა, მათგან ტესტირება 6 477-მა გაიარა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი რომელიც 60%-ით განისაზღვრებოდა, 1 101-მა გადალახა. ანუ საერთო რაოდენობის თითქმის 17%-მა.

"ოფიციალური მონაცემების თანახმად, ყველაზე სავალალო შედეგი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს აქვთ. კერძოდ, გამოცდაზე მისული 1 167 პედაგოგიდან კომპეტენციის დადასტურება მხოლოდ 94-მა პედაგოგმა, ანუ დაახლოებით 8.%-მა შეძლო.

381-დან მხოლოდ 26-მა, ანუ საერთო რაოდენობის თითქმის 7%-მა ჩააბარა მათემატიკის გამოცდა, რაც შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას, 317-დან ზღვარის გადალახვა მხოლოდ 15%-მა მოახერხა.

საერთო რაოდენობის 9%-მა გადალახა ზღვარი ბუნებისმეტყველებაში. 19.%-მა ფიზიკაში და თითქმის 17%-მა ქიმიაში.

რაც შეეხება უცხო ენის გამოცდას, ინგლისური ენის გამოცდაზე სულ 458 პედაგოგი გავიდა, საიდანაც ზღვარის გადალახვა 83-მა შეძლო, 29-დან 10-მა დაამტკიცა თავის კომპეტენცია გერმანულ ენაში, რაც შეეხება რუსულს, ამ შემთხვევაში ზღვარის გადალახვა გამოცდაზე გასული საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტმა შეძლო.

უნდა ითქვას, რომ ჩატარებული 19 საგნობრივი გამოცდიდადნ რუსული ენის 55%-იანი შედეგი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

იგივე ტენდენცია იყო წინა გამოცდაზეც. რუსული ენის 336 მასწავლებლიდან 162-მა ჩააბარა გამოცდა 2015 წლის ივლისში ჩატარებულ გამოცდის დროსაც. ყველაზე ტრაგიკული შედეგი წინა ჯერზეც დაწყებითმა კლასის პედაგოგებმა აჩვენეს, რომლის მიხედვითაც გამოცდაზე მისული 2 281 პედაგოგიდან კომპეტენციის დადასტურება მხოლოდ 90-მა ანუ 3.9%-მა შეძლო.

მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, პროფესიული განვითარების სქემის განხორციელების პროცესში მოქმედ მასწავლებლებს იგივე გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა კიდევ ხუთჯერ მიეცემათ", – წერს გამოცემა "ბიზნესკონტაქტი".

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ გაუჭირდათ პედაგოგებს გამოცდებზე ბარიერის გადალახვა [Video]

პედაგოგთა გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით
რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება
ახალციხეში კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 79 პედაგოგი არ მივიდა
პედაგოგები პროფესიული უნარების გამოცდას აბარებენ
პედაგოგები უცხო ენებისა და ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ