FM97.5 / LIVE

„ახლა საით წავიდეთ“– მოხეში ფილმის ჩვენება გაიმართა

მთავარისაზოგადოება 08.03.2016
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს საჯარო სკოლაში, რელიგიური დაპირისპირების თემაზე ფილმის „ახლა საით წავიდეთ“ ჩვენება გაიმართა.

„ახლა საით წავიდეთ“– მოხეში ფილმის  ჩვენება გაიმართა
ლიბანელი რეჟისორის ნადინე ლაბაკის კანის ფესტივალის გამარჯვებული ფილმი „ახლა საით წავიდეთ“, მოხეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გუშინ, 7 მარტს ნახეს.

ფილმის სიუჟეტი ლიბანის ერთ-ერთ პატარა სოფელში ვითარდება. აქ ქრისტიანები და მუსლიმები ერთად ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ კულტურულადაც და გეოგრაფიულადაც აბსოლუტურად იდენტურ სივრცეში იმყოფებიან, რელიგიური სხვაობა ამ ორ ჯგუფს ერთმანეთის მტრად აქცევს.

მაშინ, როცა ფილმის პერსონაჟი მამაკაცები მუდმივად მზად არიან ბრძოლისთვის, იერიშისთვის, შურისძიებსითვის, პერსონაჟი ქალები ყველა შესაძლო ხერხით ცდილობენ მშვიდობის მოპოვებასა და შენარჩუნებას.

ფილმის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად იმსჯელეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანების თანაცხოვრებისას შეინარჩუნო მშვიდობა და რა როლი აკისრია ქალს მშვიდობის შესანარჩუნებლად.

„ჩემი აზრით ეს ფილმი უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ამას ადამიანები ერთმანეთს კანონის და სიტყვის საშუალებით ვუხსნით. ჩვენს სოფელშიც არიან, ქრისტიანები და მუსლიმები, რომელთა ურთიერთობები სამწუხაროდ ხშირად იძაბება და კარგია, რომ ფილმს მოსწავლეებმა უყურეს “ - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს საჯარო სკოლის პედაგოგი თამაზ მიქელაძე.

ღონისძიება სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანზიებით ჩატარდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დოკუმენტური ფილმის „რა ვიცი...“ ჩვენება და დისკუსია ახალციხეში
ახალციხეში მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
‘სუფრაჟისტები’ – ფილმის ჩვენება და დისკუსია ახალციხეში
ახალციხეში  ‘ექვთიმე ღვთისკაცის’  ჩვენება გაიმართა
ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ ახალციხეში ფილმის ჩვენება გაიმართა
ახალციხეში ფილმის ჩვენება გაიმართება
შშმ პირებმა და ბენარის სკოლის მოსწავლეებმა გამოფენა მოაწყეს