FM97.5 / LIVE

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალციხეში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო

მთავარისამართალი 03.03.2014
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რიგითი იმედა მურვანიძის გარდაცვალების გამო, რომელმაც დღეს, 3 მარტს, გამთენიისას, ახალციხეში თავი ჩამოიხრჩო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალციხეში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო
"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი იმედა მოსეს ძე მურვანიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ახალციხის რაიონული სამმართველო აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს", - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, რიგითი იმედა მურვანიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2013 წლიდან ირიცხებოდა. 1993 წელს დაბადებული ქართველი სამხედრო III ქვეით ბრიგადაში საკონტრაქტო სამსახურს გადიოდა. იგი შაბათ-კვირით დათხოვნაში საკუთარ სახლში, ახალციხეში იმყოფებოდა და ხვალ, 4 მარტს, დილით მოწყობაზე ბრიგადაში უნდა გამოცხადებულიყო.

შეგახსენებთ, 21 წლის იმედა მურვანიძემ, 3 მარტს, ღამით, 04:00 საათზე, საკუთარი სახლის სადარბაზოში თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილი სადარბაზოში დამ ნახა. შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების სამსახურიც. ადგილზე მისულ ბრიგადას ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 21 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო
ორფოლოში მომხდარზე თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ახალციხეში 69 წლის ქალმა თავი ჩამოიხრჩო
„მოამბის“ ოპერატორი სოფო ბობოხიძე გარდაცვლილი იპოვეს
ახალციხეში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ქალი იპოვეს
ადიგენში, სოფელ უდეში 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ნინოწმინდაში 68 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს