FM97.5 / LIVE

პატრიარქი მრევლს ერთობლივი ძალებით თავშესაფრის შეძენას სთხოვს

მთავარისაზოგადოება 06.03.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას გაჭირვებული ადამიანებისთვის სახლის შესაძენად მრევლს ფულის შეგროვება დაავალა.



წირვა–ლოცვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ მოწყალების მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ადამიანი უნდა ეძებდეს გაჭირვებულ ადამიანს, უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები ამ სულისკვეთებით, მოწყალების სულისკვეთებით“.

პატრიარქის განცხადებით, მას აქვს სურვილი გაჭირვებული ადამიანებისთვის მრევლმა თავშესაფარი შეიძინოს: „მე მაქვს სურვილი, რომ ჩვენმა მრევლმა ვიყიდოთ სახლი და ეს სახლი გაჭირვებული ადამიანებისთვის მოვაწყოთ თავშესაფრად. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ინტელიგენციას, ჩვენს მწერლებს, მხატვრებს, ხელოვნების მუშაკებს, რომელთაც არ შეუძლიათ თხოვნა და არ შეუძლიათ ვაჭრობა. მათ უნდა დავეხმაროთ და უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ გამოვიდნენ სტრესისგან. თქვენ ყველას გევალებათ, შევკრიბოთ ფული და ვიშოვოთ ასეთი სახლი, სადაც ჩვენ მივიღებთ გაჭირვებულ ადამიანებს, რამდენიმე დღით მაინც, ან უფრო მეტი", - მიმართა მრევლს პატრიარქმა.

მისივე თქმით, როცა ადამიანი დახმარებას გასცემს გაჭირვებულზე, დახმარების გამცემი უფრო ხარობს, ვიდრე ვინც მიიღო დახმარება. "ის, რაც გაეცი, შენია და დაგხვდება, ის გაცხონებს და ის დაგეხმარება. შენი მოწყალება, როგორც ანთებული სანთელი, გაგიძღვება წინ და მიგიყვანს სასუფეველში. მრავალი ადამიანი მინახავს, რომელიც მოწყალებას აძლევდა და ბედნიერად დამთავრდა მათი ცხოვრება", - ბრძანა პატრიარქმა.

იხილეთ პატრიარქის საკვირაო ქადაგება



[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ილია მეორე: ქართველი ადამიანი, უარყოფს, თრგუნავს, ნიჭიერ ადამიანებს
'არ შეიძლება მშობლისადმი უღირსად მოქცევა' – პატრიარქის ქადაგება [Video]
ილია მეორემ მრევლს ერთი დღე–ღამე ლოცვისკენ მოუწოდა
ილია მეორე: ოჯახის სიმტკიცე თანდათან ეცემა
ილია მეორემ აუტიზმის მქონე ბავშვები დალოცა [Video]
ილია მეორე: "არ დაგავიწყდეთ სანთლის დანთება ფანჯარაში“
ილია მეორემ მრევლს მიმართა ხარებას ყველა საქმე გადადონ და ეკლესიაში მივიდნენ [Video]