FM97.5 / LIVE

'არ შეიძლება მშობლისადმი უღირსად მოქცევა' – პატრიარქის ქადაგება [Video]

მთავარისაზოგადოება 22.11.2015
დღეს, 22 ნოემბერს, საკვირაო ქადაგებაში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს მშობლების პატივისცემისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ შეახსენა, ყოველდღიურად სთხოვონ დალოცვა.

'არ შეიძლება მშობლისადმი უღირსად მოქცევა' – პატრიარქის ქადაგება [Video]

„მე მინდა დღეს ვისაუბრო ერთ საკითხზე, რომელიც მარადიული და მძიმე საკითხია. ეს არის მშობლისა და შვილის დამოკიდებულება. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც მშობლებს არ ესმით შვილების და შვილებს არ ესმით მშობლების. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა აზროვნება, შეხედულება, მსოფლმხედველობა განსხვავდება. აი, ამიტომ ხშირია კონფლიქტი მათ შორის. თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი კანონი, რომელიც ღმერთმა მისცა კაცობრიობას, არის: "პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა", მაგრამ ამით არ მთავრდება, "რათა კეთილი გეყოს შენ და მრავალჟამიერ იყო ქვეყანასა ზედა". ამიტომ მე მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო თქვენს დამოკიდებულებას მშობლების მიმართ. მშობლის შეიძლება არ გესმოდეს, შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეთ შენ და მშობელს, მაგრამ შენ ვალდებული ხარ, მშობლის საშუალებით მიიღო მადლი ღვთისა, მადლისა სულისა წმინდისა და ამით კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა", - იქადაგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

ქადაგებისას პატრიარქმა თავისი სტუდენტობის პერიოდი გაიხსენა.

„მე მახსენდება ჩემი სტუდენტობის დრო, როცა ვბრუნდებოდი სასწავლებლიდან სახლში, ჩემი ერთი სურვილი იყო, რითი გამეხარებინა მშობლები. და აუცილებლად საჩუქრები იყო გამზადებული მათთვის. აი ამიტომ, თქვენც გირჩევთ, რომ ყურადღება მიაქციეთ ამ საკითხს. არ შეიძლება მშობლისადმი უხეშად მოქცევა, მშობელი ეს არის ღვთისაგან მადლმოსილი, მადლი ეძლევა მშობელს, რომ გადაცსეს თავის შვილებს და ეს არ უნდა დაკარგოთ თქვენ“, – განაცხადა ილია მეორემ.



[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ილია მეორემ აუტიზმის მქონე ბავშვები დალოცა [Video]
ილია მეორე: რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ შვილებს
პატრიარქი: დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს სახლებს, თქვენს ეზო-კარს
ილია მეორე: "კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში"
ილია მეორე: ქართველი ადამიანი, უარყოფს, თრგუნავს, ნიჭიერ ადამიანებს
კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო დანიშნა
პატრიარქმა კლინიკა შესაძლოა ორ-სამ დღეში დატოვოს