FM97.5 / LIVE

საგადასახადო შეღავათები მძიმე დაზიანება მიღებული სამხედროებისთვის

მთავარისაზოგადოება, რეკლამა 02.03.2016
2015 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც 25 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და გამოაქვეყნა.

საგადასახადო შეღავათები მძიმე დაზიანება მიღებული სამხედროებისთვის

კანონი ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების ავტორი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იყო, ხოლო ინიციატორი _ საქართველოს მთავრობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის იდეა წარმოიშვა დაჭრილი და დაშავებული მეომრების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების კონტექსტში, მათთან კონსულტაციების შედეგად.

როგორც ცნობილია, საქართველოს უდიდესი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის საქმეში. შესაბამის ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პერსონალი აქტიურად მონაწილეობს. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც ისინი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებს იღებენ.

ამ კატეგორიის პირები, რომელთა თავდადება და დამსახურება ქვეყნის წინაშე ძალიან დასაფასებელია, კვლავ ირიცხებიან შეიარაღებული ძალების რიგებში (აქვე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილება ამ თვალსაზრისით არაფერს ცვლის).

მათთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭება გახდებოდა შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნისა და იმავდროულად, სოციალური მდგომარეობის გაუარესების საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიღებული პირებისათვის საგადასახადო შეღავათის მისანიჭებლად გადაწყდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესაბამისი სპეციალური ნორმის შეტანა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ ინიციატივამ მოიპოვა როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე საქართველოს პარლამენტის სრული მხარდაჭერა.

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, საშემოსავლო გადასახადით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი არ იბეგრება. ეს შესამჩნევად გააუმჯობესებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიღებულ პირთა ფინანსურ და სოციალურ მდგომარეობას.

[ავტორი: ბესიკ ლოლაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე]

(R)


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფლებს, რომლებსაც მაღალმთიანის სტატუსი 2016 წლამდე ჰქონდათ, საშემოსავლო შეღავათები შეუნარჩუნდათ
რისთვის იბრძვიან ქართველი ჯარიკაცები ავღანეთში ნატოს ოპერაციებში
ახალციხის 11 სოფელი საშემოსავლო შეღავათებით ისარგებლებს
საგადასახადო სამართალდარღვევის 781 ფაქტი ერთ კვირაში
საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის
საგადასახადო სამართალდარღვევის 824 ფაქტი ერთ კვირაში
ქვეყნის მასშტაბით საგადასახადო სამართალდარღვევის 735 ფაქტი გამოვლინდა