FM97.5 / LIVE

რა ეტაპზეა ადიგენში მომხდარი რელიგიური დაპირისპირების საქმის ძიება

მთავარისაზოგადოება 14.03.2016
სოფელ ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე შექმნილი კონფლიქტის ფაქტზე, გამოძიებას ამ დრომდე გამოკითხვები არ დაუსრულებია. ჩვენება არც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაქარია ენდელაძეს მიუცია.

რა ეტაპზეა ადიგენში მომხდარი რელიგიური დაპირისპირების საქმის ძიება

ადიგენის რაიონული სამმართველო სოფელ ადიგენში მომხდარი კონფლიქტის დროს დაშავებულების სამედიცინო ექსპერტიზის პასუხებს ელოდება. როგორც მუსლიმი თემის ინტერესების დამცველები, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) იურისტი შოთა თუთბერიძე და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ( EMC) იურისტი თამარ იაკობიძე ამბობენ, დაშავებულებს ექსპერტიზა დაგვიანებით ჩაუტარდათ.

„შესაძლო იყო, რომ დაშავებულებს დაზიანებები შემსუბუქებოდათ, ან საერთოდ გაქრობოდათ. ჩვენ მოვითხოვეთ ექსპერტიზა და რამდენიმე დღის მოგვიანებით ჩაუტარეს“, – ამბობს თუთბერიძე და ამატებს, რომ ამ დრომდე ექსპერტიზის პასუხები ადვოკატებისთვის ცნობილი არ არის.

თუმცა, ექსპერტიზის პასუხები ჯერ არც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიუღია.

იურისტების თქმით, საქმისთვის მნიშვნელოვანია ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაქარია ენდელაძის დაკითხვა.

„ის არ იყო ჩხუბში ჩართული, მოშორებით იდგა და რაც ხდებოდა სხვებთან შედარებით მშვიდად უყურებდა. ბუნებრივია, ყველაზე უკეთ მას შეუძლია მომხდარის გახსენება. გამოძიებისთვის კიდევ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, მას ვიდრე კარგად ახსოვს, მანამდე უნდა გამოკითხო. აუცილებელია გამგებლის დაკითხვა“, – ამბობს თუთბერიძე.

თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამგებელი ამ დრომდე არ დაუკითხავთ: „გამოკითხვები გრძელდება, აუცილებლად დაიკითხება ყველა პირი, ვინც აუცილებელია“.

თუთბერიძე კი ფიქრობს, რომ გამოძიება იყინება: „თუ ეს პროცესები კიდევ არაგონივრულად გაიწელება აშკარა იქნება, რომ გამოძიება ხელოვნურად ფერხდება და ფაქტების მიჩქმალვას ცდილობენ“.

თამარ იაკობაძის თქმით, გამოძიება გარდა მუსლიმი თემის იმ წარმომადგენლებისა, რომლებიც უკვე გამოკითხა, სხვების გამოკითხვასაც აპირებდა: „ვის დაკითხვას აპირებდნენ, ჩვენთვის უცნობია, რადგან მაშინ აცხადებდნენ, რომ ჯერ თავადაც უნდა შეთანხმაბულიყვნენ თუ ვის გამოკითხავდნენ. ჩვენ ვუთხარით, რომ თუ მუსლიმებს დაიბარებდნენ, დაგვკავშირებოდნენ. ამ დრომდე არავინ შემოგვხმიანებია“.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის რაიონულმა სამმართველომ სოფელ ადიგენში საფლავების საკითხთან დაკავშირებით რელიგიურ ნიადაგზე შექმნილი კონფქლიტის ფაქტზე ძიება სსკ–ის 156–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც დევნას (სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით) გულისხმობს. გამოძიება პირველ მარტს დაიწყო.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაიკითხა თუ არა ადიგენში რელიგიური კონფლიქტის საქმეზე გამგებელი
შსს–მ ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებაზე საქმე აღძრა
ადიგენში რელიგიური დაპირისპირების საქმეზე 6 პირი დააჯარიმეს
ადიგენში მომხდარი კონფლიქტისას დაზარალებულების ინტერესებს  NGO-ების იურისტები იცავენ
ახალქალაქში ხატების დაზიანების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალქალაქში ტაძრის ორჯერ დარბევის ფაქტი ჯერ გამოძიებული არ არის
სამცხე–ჯავახეთის მუფთი ადიგენში რელიგიურ დაპირსპირებაზე რეაგირებას პრემიერისგან ელის