FM97.5 / LIVE

ურაველში ხანძარი ლოკალიზებულია

მთავარისაზოგადოება 03.12.2012
ურავლის ტყეში ვითარება სტაბილურია, ხანძრის ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურები ამ დრომდე რჩებიან.

ურაველში ხანძარი ლოკალიზებულია
საქართველო-თურქეთის საზღვართან, ტყეში, მიუვალი გზის გამო ”სამხრეთის კარიბჭე” ნახანძრალ ადგილამდე ვერ მივიდა. აქ მობილიზებულ ჯგუფებს ვერც ტელეფონით დავუკავშრიდით, რადგან ტერიტორიაზე სადაც ხანძარი იყო, არც ტელეფონები იჭერს.

”ძირითადად ჩამქრალია ხანძარი, მაგრამ მაინც ღვივის და ჩირგვებს ეკიდება”, - გვითხრა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყორძის მკვიდრმა კახა სუდაძემ, რომელიც ხანძრიდან სოფელში მომავალი გზაში ჩავწერეთ.

ურაველში ხანძარი ლოკალიზებულიასუდაძე თანასოფლელებთან ერთად ხანძრის ლოკალიზებაზე დილიდან მუშაობდა.

ურავლის საკრებულოს სოფლებიდან, მუსხი, ხეოთი და წყორძა, მოსახლეობა მობილიზებული გუშინ ღამით, ხანძრის გაჩენისთანავე იქნა.

”იმდენად მიუვალი ადგილია, რომს სახანძროს მანაქანასაც გაუჭირდა ხანძრამდე მისვლა. წყორძიდან 7-8 კაცი ხანძრის ჩაქრობაში სახანძროს ნიჩბებით ვეშველებოდით”, - გვიყვება სუდაძე.

მისი თქმით, ხანძარი სავარაუდოდ თურქეთის ტერიტორიიდან წამოვიდა, ჯერ სათიბ-საძოვრებს, შემდეგ კი ურავლის ტყეს მოედო: ”დაახლოებით 10-15 ჰექტარი იწვის”.

ურავლის მკვიდრის ივანე მოდებაძის თქმით, რომელიც ნახანძრალი ადგილიდან დღეს დილით დაბრუნდა, ხანძარი 800 ჰეტარს უკიდია. ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით, სუდაძისგან განსხვავებით, მას სხვა ვერსია აქვს.

”ან ხის მოსაჭრელად მივიდნენ, ან სანადიროდ იყვნენ და კოცონი დაანთეს, ან სიგარეტი გადააგდეს. წიწვოვანი ხეების ტოტები მოვამტვრიეთ და სოფლიდან ასულები ხანძირს ჩაქრობას იმით ვცდილობდით”, - ამბობს მოდებაძე.

რა ტერიტორია იწვის, ოფიციალურ ინფორმაციას ამ დრომდე არც სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველო და არც ახალციხის სამაშველო სამსახური არ ავრცელებს.

”არც ძალიან მცირეა ფართობი და არც ძალიან დიდი. ციფრი რომ დავასახელო, პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, ამიტომ ვერაფერს გეტყვით. ფართობისა და ზიანის დაანგარიშებას სპეციალისტები სჭირდება”, - აღნიშნა სატელეფონო საუბარში სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს უფროსმა ფრიდონ ტაბატაძემ.

დამწვარი ფართობის რაოდენობაზე არც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი საუბრობს: ”საკმაოდ დიდი ფართობი მოიცვა ხანძარმა. რადგან ამ დროისთვის ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია, შტაბის შექმნა საჭიროდ აღარ ჩავთვალეთ. თუ ქარმა ხანძარი გააღვივა, შტაბს ჩამოვაყალიბებთ”.

ტაბატაძის განცხადებით, ამ დროისთვის აქ მობილიზებულია ახალციხისა და ბორჯომის სამაშველო და სახანძრო სამსახურები. ადგილზეა პოლიციაც.

როგორც სანდროშვილი გვიხსნის, მობილიზებულია სხვადასხვა თემების მოსახლეობაც: ”ხანძრის გაღვივების შემთხვევაში სხვადასვხა სოფლიდან ხალხი ადგიზლე მორიგეობით გავა”.

დაწყებულია თუ არა გამოძიება, სატყეო სამმართველოში ვერ გვპასუხობენ. როგორც კანცელარიაში გვიხსნიან, ამ დრომდე ზარალის რაოდენობის მოთხოვნის შესახებ განცხადება არ შესულა.

”პოლიცია ახლაც იქაა და ალბათ გამოძიებას დაიწყებდნენ”, - ამბობს ტაბატაძე.

მისი თქმით, ამ წუთებში მაღალი ცეცხლი არ არის, თუმცა შესაძლოა ქარმა ცეცხლი გააღვივოს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ტაძრისთან ხანძარი ლოკალიზებულია
საფარის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
კახა გაზდელიანი: საკირეს ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
ურაველში ხანძრით მიყენებულ ზარალი ჯერ უცნობია
ურავლის ტყეში ხანძრით მიყენებული ზარალის ოდენობას ვერ ითვლიან
ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
ბორჯომში ტყე იწვის