FM97.5 / LIVE

2008 წლის აგვისტო და მას შემდეგ...

მთავარიპოლიტიკა 14.02.2016
კაპიტანი რომან აბაშიძე ახლა 30 წლისაა. აგვისტოს ომში მიღებული მძიმე ჭრილობების მიუხედავად ისევ ფორმაშია და საკუთარ გამოცდილებას სხვა ჯარისკაცებს უზიარებს.

2008 წლის აგვისტო და მას შემდეგ...

მისია საკმაოდ რთულია - დაჭრილი და დაშავებული სამხედრო-მოსამსახურეების რეაბილიტაცია. მათ ხშირად ეუბნება, რომ ჭრილობის შემდეგ ყველაფერი არ მთავრდება და ასეთ ვითარებაშიც შესაძლებელია ემსახურო სამშობლოს ისევ იმ შემართებით, მოტივაციით და ენერგიით. დამაჯერებლად საუბრობს, რადგან ეს გზა თავადაც გაიარა, ამ ამბავს ხშირად იხსენებს.

2008 წლის აგვისტო... მეორე ქვეითი ბრიგადის ოცდამეერთე ბატალიონი, ცხინვალის მისადგომებთან, ზემო ნიქოზში განთავსდა. ჯარისკაცებმა პოზიციები დაიკავეს და მეთაურის ბრძანებას ელიან... ოცეულის მეთაური, რომან აბაშიძე ქვეყნისათვის გადამწყვეტ მომენტში, თავისი ოცეულით, ბრძოლის შუაგულში იმყოფება...

ოცეული ზემდგომი მეთაურის ბრძანებას ელის...

ტაქტიკური ჩანაფიქრი ასეთია:ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის შემოსვლის შემდეგ, აქტიური ცეცხლის დროს, დათქმულ მონაკვეთში ოცეული გარკვეულ მანძილზე სწრაფად იხევს უკან. შემდეგ ელვისებური შეტევით გეგმავს მიზნის მიღწევას....

23 წლის ოცმეთაურს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ბრძოლის ველი მას შემდეგ დატოვოს, რაც დარწმუნდება, რომ მისი ოცეულის თითოეული წევრი სამშვიდობოსაა. ბოლოს მეკავშირესთან ერთად რჩება, უკვე მზად არის თავადაც დატოვოს ბრძოლის ველი, სწორედ ამ დროს, მოწინააღმდეგე საბრძოლო ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარას ისვრის და კაპიტანი მიწაზე ეცემა... წამიერი ბურუსი, ფიქრი ოჯახზე, შვილებზე, ცხოვრებაზე... ტკივილისგან გონებადაბინდულმა მაინც შენიშნა, რომ ყუმბარა არ აფეთქებულა. გაიფიქრა, რომ გაუმართლა... აფეთქების შემთხვევაში ხომ გადარჩენის შანსი არ არსებობს...

მეკავშირე ჯარისკაცი რაციით კაპიტნის დაჭრის შესახებ გადასცემს... იმის მიუხედავად, რომ მტერი ას მეტრშია, სამშვიდობოს გასული ჯარისკაცებიდან ოთხი ბრძოლის ველზე ბრუნდება. დაჭრილების გასაყვანად......

ახსოვს როგორ გამოიყვანეს ბიჭებმა. შემდეგ ბატალიონის თავშეყრის ადგილი ნიქოზში და გზა ტყვიავამდე... სწორედ აქ ჩაუტარდა ფეხის კიდურის ამპუტაცია...

ერთი პერიოდი ყველაფერზე უარს ამბობდა... ეგონა, რომ ყველასთვის ზედმეტი გახდა. თუმცა... გარკვეული დროის შემდეგ დარწმუნდა, რომ ისევ საჭიროა. ამაში თავდაცვის სამინისტროს მიერ შარშან წამოწყებული ახალი პროექტიც დაეხმარა.

"მხარი მხარს" დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამაა. მისი მხარდაჭერით, კაპიტან რომან აბაშიძის მსგავსად, ბევრი დაშავებული სამხედროს ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. პროექტი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების ფსიქოლოგიურ, მორალურ და სოციალურ კეთილდღეობასთან ერთად მათ დასაქმებასაც ითვალისწინებს.

იმ დაჭრილ სამხედროებს, რომელთაც ჩაუტარდათ მუხლს ზედა ცალმხრივი, ორმხრივი და ზედა კიდურის ამპუტაცია, დაუმზადდათ უახლესი ტექნოლოგიის მიოელექტრო ხელის და ბიონიკური X3 მუხლის პროთეზები. ეს პროთეზები დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ცხოვრებას საგრძნობლად აიოლებს, საშუალებას აძლევს მათ ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ ყოველდღიური აქტივობები, იქნება ეს სირბილი, მანქანის მართვა, თხილამურებზე დგომა და სხვა.

კაპიტანმა რომან აბაშიძემ რეაბილიტაციისა და პროთეზირების კურსი უმოკლეს დროში გაიარა და ახლა უკვე პროგრამის „მხარი მხარს“ ფარგლებში საკუთარ გამოცდილებას სხვა ჯარისკაცებს უზიარებს. თუმცა, დრო სპორტული აქტივობებისთვისაც რჩება....
2016 წელი, 4 თებერვალი, 09:00 საათი...

კაპიტანი სავარჯიშო დარბაზში შედის. იქ 12:00 საათამდე უნდა დაჰყოს. ასე ხდება თითქმის ყოველდღე... თავდაცვის სამინისტროსთან არსებული მჯდომარე ფრენბურთის გუნდი ჩემპიონატისთვის ემზადება. მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში წავლენ და შემართებას, პროფესიონალიზმს და ქვეყნის სიყვარულს ძლიერთა შეჯიბრებაზეც დაამტკიცებენ.

R


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაშავებული სამხედრო პირები საუნივერსიტეტო პროგრამებში ჩაერთვებიან
ბესარიონ ღუდუშაური: შეზღუდვებით ცხოვრება არ მთავრდება
ქართველი მებრძოლების წარმატება 'ძლიერთა თამაშებში' [R]

სპორტული აქტივობები დაშავებული სამხედროებისთვის
ავღანეთში ტერაქტისას დაშავებული ერთ–ერთი ჯარისკაცი ახალციხელია
"ჩემი შვილები ამაყობენ რომ მამა ჯარისკაცი ჰყავთ" [R]
ჯარისკაცები საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ