FM97.5 / LIVE

ქართველი მებრძოლების წარმატება 'ძლიერთა თამაშებში' [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 24.05.2016
აშშ-ში ‘ძლიერთა თამაშებზე’ ქართველთა ასპარეზობამ გაუტეხელი ხასიათი, მებრძოლი სული და ურთიერთთანადგომა მთელს მსოფლიოს დაანახა

ქართველი მებრძოლების წარმატება 'ძლიერთა თამაშებში' [R]

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში, გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ ‘ძლიერთა თამაშებში’ (Invictus Games 016) მიიღეს მონაწილეობა და გამარჯვებულები დაბრუნდნენ. საერთაშორისო შეჯიბრება 8-12 მაისს უოლტ დისნეის ESPN სპორტულ კომპლექსში გაიმართა.

ქართველი მებრძოლებისგან დაკომპლექტებულმა ნაკრებმა საერთაშორისო შეჯიბრება “ძლიერთა თამაშებში” გუნდური მესამე ადგილი დაიკავა. 100-მეტრიან დისტანციაზე სირბილში ვერცხლის მედალი სერჟანტმა გიორგი ბოჭორიშვილმა აიღო. მჯდომარე ფრენბურთში კი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა გუნდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველი მებრძოლების წარმატება 'ძლიერთა თამაშებში' [R] გარდა ამისა, სპონსორმა კომპანიებმა LAND ROVER-ის ჯილდო, The Land Rover Above and Beyond Award, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მჯდომარე ფრენბურთის გუნდს გადასცეს. როგორც საერთაშორისო თამაშების ორგანიზატორებმა და სპონსორებმა აღნიშნეს, იმის დასტურად, რომ ქართველთა ასპარეზობამ გაუტეხელი ხასიათი, მებრძოლი სული და ურთიერთთანადგომა მთელს მსოფლიოს დაანახვა. რაც „ძლიერთა თამაშების“ სულისკვეთებას ზუსტად გამოხატავს.

ამ თამაშებზე ჩვენმა ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები, არ არსებობს მიზანი, რომელსაც ვერ მიაღწევ, მთავარია მოინდომო, მთავარია ძალიან გინდოდეს და მთავარია მოემზადო ამ მიზნისთვის. დიდი მადლობა ამ გამძლეობისთვის, დიდი მადლობა გამარჯვების ჟინისთვის, რომელიც აჩვენეთ, და ის სამაგალითოა მთელი ქვეყნისთვის, სამაგალითოა ყველა ჩვენგანისთვის, სამაგალითოა სამხედრო მოსამსახურეებისთვის და დანარჩენი საქართველოსთვის“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

ნაკრების კაპიტანი მაიორი ბესარიონ ღუდუშაური აღნიშნავს, რომ “ძლიერთა თამაშებზე” ასპარეზობა დიდი წარმატებაა, როგორც თითოეული სპორტსმენისთვის, აგრეთვე საქართველოსთვის. „ჩამოვიტანეთ 14 მედალი, მათ შორის 13 მჯდომარე ფრენბურთში ბრინჯაოს მედლები და ერთი ვერცხლი 100-მეტრიან დისტანციაზე სირბილში. აგრეთვე დაგვაჯილდოეს LAND ROVER-ის დაწესებული პრიზით, რომელიც გადმოგვეცა საბრძოლო სულისკვეთებისთვის. ჩვენთვის წარმატებული შეჯიბრება იყო, საქართველო ვასახელეთ და შევეცდებით, მომავალში ოქროც ჩამოვიტანოთ”.

მედალოსან 14 სამხედრო მოსამსახურეს აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ანა დოლიძე, ბესიკ ლოლაძე და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, ასევე სტუდენტები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

“ჩვენი დაჭრილი სამხედროების გამარჯვება არის უდიდესი მნიშვნელობის, ისინი არიან მაგალითები ჩვენი დაჭრილი სამხედროებისთვის, მაგალითები არიან ყველასთვის, ვინც შეიძლება ერთი წამით დაფიქრდეს საკუთარ შესაძლებლობებზე, ჩვენ ვაჩვენეთ არაჩვეულებრივი შედეგი, ინდივიდუალურადაც, სხვადასხვა სპორტის სახეობაში და როგორც გუნდმა, ჩვენ ვართ თანაბარ საფეხურზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, უდიდეს ქვეყნებთან. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველა ადამიანს მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, დაჭრილს, მათ შორის დაშავებულ სამხედროებს, შეუძლიათ, საკუთარი შესაძლებლობებით მიაღწიონ უდიდეს შედეგს და მოგვცენ საფუძველი, ვიამაყოთ ყველამ მათი წარმატებით”, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ.

სპორტსმენთა დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა ჯგუფის ხელმძღვანელი, თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი, რომელმაც ჩვენს შეკითხვებს უპასუხა.

ქართველი მებრძოლების წარმატება 'ძლიერთა თამაშებში' [R] დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობისა და მონაწილეობის დაგეგმვა/ორგანიზება ხდება თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით.

- როგორ შეაფასებდით “ძლიერთა თამაშებში” ქართველ სამხედროთა ასპარეზობას?

პაატა პატიაშვილი: იმის გათვალისწინებით, რომ ქართველმა სამხედროებმა მოიპოვეს ბრინჯაოს მედალი გუნდურ ასპარეზობაში, კერძოდ, მჯდომარე ფრენბურთში, ვერცხლის მედალი 100 მეტრზე სირბილში და რაც მთავარია სპეციალური ჯილდო, რომელიც გადაეცა ჩვენს სამხედროებს, როგორც ყველაზე მებრძოლ და უძლეველთა თამაშების სულისკვეთების მატარებელ გუნდს, შევაფასებდი ძალიან დადებითად, რადგან გაუმჯობესდა შედეგი წინა ასპარეზობასთან შედარებით და სახეზეა ნაკრების განვითარების პოზიტიური დინამიკა.

რასაკვირველია იყო ხარვეზები, რომლებიც უახლოეს პერიოდში გამოსწორდება და შემდგომ თამაშებზე თავდაცვის სამინისტრო წარდგება ბევრად უფრო მომზადებული, კიდევ უფრო მოტივირებული, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო გაზრდის წარმატების შანსებს.

- დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო პროცესებში რა როლი აქვს დეპარტამენტს?

პაატა პატიაშვილი: ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტი „კარდაკარ, რომლის ფარგლებშიც ხდება დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების გამოკითხვა, რომელიც ხელს უწყობს საჭიროებების გამოვლენას და სამომავლო სამოქმედო გეგმისთვის პრიორიტეტების განსაზღვრას, რაც ითვალისწინებს სარეაბილიტაციო პროცესის უკეთ წარმართვას სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით. მიმდინარეობს დაჭრილ/დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე მორგებული/ორიენტირებული საგანმანათლებლო და სამსახურებრივი რეინტეგრაციის პროგრამების მოძიება სამხედროს მოთხოვნების, კვალიფიკაციის, უნარების და ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

დაინტერესებული პირების ამა თუ იმ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვა და პროცესის მონიტორინგი; აგრეთვე რესოციალიზაციის მიზნით აქტივობების და ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება, დაჭრილი/დაშვებული სამხედრო მოსამსახურეების და მათი სამსახურის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა, სასწავლო დაწესებულებებში ვიზიტები, ამასთან ერთად დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრების კვალიფიკაციისა და განათლების გათვალისწინებით სამუშაო ადგილების მოძიება.

- რა და რა სპორტის სახეობას კურირებს დეპარტამენტი დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური რეაბილიტაციის მიზნით?

პაატა პატიაშვილი: დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობისა და მონაწილეობის დაგეგმვა/ორგანიზება ხდება სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით. ამ ეტაპზე დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ჩართულები არიან მჯდომარე ფრენბურთში, ეტლით ფარიკაობაში, კანოე-კაიაკში, მკლავჭიდში. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებთან სპორტის ახალი სახეობების მოზიდვის მიზნით.

- დეპარტამენტის უახლოესი გეგმები როგორია?
პაატა პატიაშვილი: იგეგმება დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდის დაკომპლექტება, რომლის გამგეობის წევრების 1/3 იქნება დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ შერჩეული პირები; დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დამატებით სპორტულ ღონისძიებებში ჩართვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით; დაჭრილი/დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეინტეგრაციის პროცესის უკეთ წარმართვის მიზნით ბრძანება 360-ზე მუშაობა და საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობა, როგორც დაფინანსების, ასევე სხვადასხვა სახის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით.

ქართველი მებრძოლების წარმატება 'ძლიერთა თამაშებში' [R]

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაშავებული სამხედრო პირები საუნივერსიტეტო პროგრამებში ჩაერთვებიან
სპორტული აქტივობები დაშავებული სამხედროებისთვის
თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს ბინები საკუთრებაში გადასცა [R]
2008 წლის აგვისტო და მას შემდეგ...
თავდაცვის მინისტრმა ქართული ბატალიონი ავღანეთში გააცილა
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო  სავალდებულო სამსახურში აღარ გაიწვევს
სექტემბრიდან კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გოგონები ისწავლიან