FM97.5 / LIVE

ქართულ ჯარს 26 წელი შეუსრულდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.04.2017
დღეს ქართული შეიარაღებული ძალების დაარსების დღეა. 1991 წლის 30 აპრილს სამხედრო არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო.

ქართულ ჯარს 26 წელი შეუსრულდა

1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმია, სწორედ, ეროვნული გვარდიის საფუძველზე განვითარდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა.
30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ, ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.

ქვეყანას ისტორიის მოკლე პერიოდში რამდენჯერმე მოუხდა თავისი შეიარაღებული ძალების ომში გამოცდა. ქართული ქვედანაყოფები თავდადებით იბრძოდნენ 1992-1993, 2004 და 2008 წლებში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში. რამდენიმე ათასმა ქართველმა ჯარისკაცმა თავი შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას.

საქართველოს შეიარაღებული ძალები 1999 წლიდან აქტიურად მონაწილეობს სამშვიდობო მისიებში - კოსოვოში, ერაყში, ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე. საქართველოს შეიარაღებული ძალები მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან. 1996 წლიდან საქართველო მასპინძლობს „ნატო/პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ სწავლებებსა და წვრთნებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [Photo]
საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [R]
სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა
სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა
'საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა იქნება გარდამტეხი მომენტი და პრინციპულად ახალი ერის  დასაწყისი ქართული ჯარისთვის'
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 24 წელი გავიდა
რისთვის იბრძვიან ქართველი ჯარიკაცები ავღანეთში ნატოს ოპერაციებში