FM97.5 / LIVE

მითები NATO-ს შესახებ

მთავარისაზოგადოება 28.03.2016
გთავაზობთ მითების სერიას, რომელიც საზოგადოებაში ანტიდასავლური პროპაგანდის შედეგად გაჩენილი მითებისა და კითხვების საპასუხოდ მომზადდა.

მითები NATO-ს შესახებ

მოსაზრება, რომ NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში, საქართველოში აუცილებლად განთავსდება NATO-ს ჯარი, მცდარია.

სინამდვილეში, ქვეყნის NATO-ში გაწევრიანება არ არის დაკავშირებული NATO-ს შეიარაღებული ძალების წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებასთან. ამასთან, NATO -ს არ ჰყავს ჯარი. NATO-ს შეიარღებულ ძალებს მისი წევრი ქვეყნების სამხედრო ძალები წარმოადგენს და მშვიდობიანობის დროს ეს ძალები ეროვნული მთავრობის განკარგულებაში არიან. NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში, NATO-ს ჯარის ან მისი სამხედრო ბაზის განთავსება ახალგაწევრიანებული ქვეყნის ტერიტორიაზე ავტომატურად არ ხდება.

ვინაიდან ალიანსის მიზანი ევროატლანტიკურ არეალში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფას წარმოადგენს, NATO-ს სამხედრო შესაძლებლობების გამოყენება ხდება მხოლოდ თავდაცვის მიზნით და იმ შემთხვევაში, თუ მის წევრ ქვეყანას საფრთხე დაემუქრება. NATO-ში ყველა წევრი ქვეყანა ინარჩუნებს სუვერენიტეტს და თავად განსაზღვრავს, რა ტიპის დახმარება სჭირდება NATO-სგან.

მაგალითად: ბალტიის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, მათი მოთხოვნის საფუძველზე, ალიანსმა საჰაერო პატრულირების გზით დაიწყო ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის საჰაერო სივრცის დაცვა. ეს ოპერაცია ნიშნავს NATO-ს თვითმფრინავების მიერ ბალტიის საჰაერო სივრცის მუდმივ პატრულირებას.

საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, NATO-სა და საქართველოს შორის კონსულტაციების შედეგად განისაზღვრება საჭირო დახმარების ტიპი და ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება. ყველა ამ დახმარების მიზანი მხოლოდ მისი უსაფრთხოების გამყარება იქნება.

(R)


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მითები NATO-ს შესახებ [R]
მოსაზრება, რომ NATO-ში გაწევრიანება საქართველოს მოქალაქეებს დიდ ფინანსურ ტვირთად დააწვება, მცდარია [R]
NATO –ს მთავარი მიზანი ევროატლანტიკურ არეალში მშვიდობის უზრუნველყოფაა [R]
საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას,  ახალციხელთა 64% ემხრობა – NDI
ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება NATO-ში, დაფუძნებულია კონსენსუსის პრინციპზე [R]
ჩვენი მიზანი MAP-ი არ არის, ჩვენი მიზანია NATO-ს წევრობა
ღია საუბარი: მიმზიდველი ქალაქი [Audio]