FM97.5 / LIVE

'ქართული ჯარი არის ერთ-ერთი სამაგალითო, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ დასავლური სამყაროსთვის' [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 04.07.2016
ამერიკაში მოღვაწე ქართველი სამხედრო მოსამსახურე დავით პაპავა NOBLE PARTNER 2016-ის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა.

 'ქართული ჯარი არის ერთ-ერთი სამაგალითო, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ დასავლური სამყაროსთვის' [R]

- როგორ დაიწყო თქვენი სამხედრო კარიერა?

- სამხედრო კარიერა 1998 წლის აპრილში საქართველოში დავიწყე. თავდაცვის სამინისტროში უმცროსი ლეიტენანტის სტატუსით 2000 წლამდე ვიმუშავე, შემდეგ გადავედი რესურსების მართვის განყოფილებაში, ცოტა მოგვიანებით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში. 2005 წელს იმიგრაციაში აშშ-ში წავედი. 2007 წლის იანვარში ჩავეწერე ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიაში.

- თქვენი ამერიკული კარიერა...

= როგორც უკვე გითხარით, 2007 წელს გვარდიაში ჩავეწერე. გავიარე საწყისი საბრძოლო მომზადება, ავიღე ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის დიპლომიც. 560-ე სადაზვერვო ბრიგადასა და 221-ე სადაზვერვო ბატალიონის წევრი გახლდით. დაახლოებით, ორი წელი 108-2 ქვედანაყოფში ვიმსახურე. 2015 წლის ოქტომბერში ინსტრუქტორად დავინიშნე და მას შემდეგ სამხედრო სპეციალობას ვასწავლი.

- საქართველოში რა პერიოდით გიწევთ ხოლმე ჩამოსვლა?

- ახლა 2016 წლის მაისში ჩამოვედი. მანამდე 7 წელი არ ვიყავი ნამყოფი. რაც იმიგრაციაში წავედი საქართველოში 3 ჯერ მომიწია ჩამოსვლა. სამივე ჩამოსვლა წვრთნებს უკავშირდება. ახლაც „ ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში ვიმყოფები ვაზიანში.

- კონკრეტულად რა გევალებათ წვრთნის ფარგლებში?

- აქ გახლავართ სატრანსპორტო მომსახურების სერჟანტი. ვმუშაობ ლეიტენანტთან ერთად და ძირითადად ტრანსპორტის კოორდინაციას ვკურირებთ, რა თქმა უნდა, ქართულ მხარესთან ერთად. ეს ძალიან საინტერესო, სასარგებლო და სასიამოვნო პროცესია.

- როგორ შეაფასებდით ქართველ სამხედროებს? წვრთნებს, სადაც ისინი იღებენ მონაწილეობას?

- ხშირად მითქვამს, რომ როდესაც ქართულ ჯარში დავიწყე სამსახური 1998 წელს, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი და კორუფციული ინსტიტუტი. არაფერი არ ხდებოდა ჯარში. ახლა ქართული ჯარი არის ერთ-ერთი სამაგალითო, არა მარტო საქართველოსთვის, არამედ დასავლური სამყაროსთვის. ჯარი არის ძალიან კარგად მომზადებული და მოტივაცია არის მაღალი. ნათლად ჩანს, რომ ქართველი სამხედროები საქართველოს ინტერესებს ემსახურებიან.

- როგორ შეაფასებდით „ღირსეულ პარტნიორ 2016“-ს?

- ეს წვრთნა არამარტო საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის დონეს ამაღლებს, აქ არიან ჩამოსული ამერიკელები, ბრიტანელები. ეს მათთვისაც დიდი შესაძლებლობაა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. წვრთნების დაწყებისას ამერიკელებმაც აღნიშნეს, რომ ჩვენ ვართ პარტნიორები! ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს აქვს იმის ამბიცია, რომ ნატოს ინტერესები დაიცვას მოკლე ვადაში, ეს ასეული იქნება ამისთვის მზად.

- ხშირად გვსმენია სკეპტიკური დამოკიდებულება ნატოს წვრთნების შეფასებებისას...

- ეროვნული მნიშვნელობის წვრთნებია! ქართული ასეული საერთაშორისო დონეზე იქნება სერტიფიცირებული. ეს ხომ ძალიან კარგია?! ქართველ სამხედროებს მინდა ვუთხრა _ ისეთი დონის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ასეთი წვრთნა (NOBLE PAღთNEღ 2016) არის ძალიან მაგარი. მშურს ქართველი სამხედროების, მიუხედავად ჯერ კიდევ ბევრი პრობლემებისა, მაინც ქართულ ინტერესებს ემსახურებიან. ქართული ჯარი ჩემთვის სამაგალითოა..

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

Noble Partner 2016 -ის  გახსნა [R]
ქართული ჯარი ქართული აღჭურვილობით მომარაგდება
თავდაცვის მინისტრმა ქართული ბატალიონი ავღანეთში გააცილა
საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [R]
თინათინ ხიდაშელი: "დაპირებები შესრულებულია" [R]
გიგა ავალიანი: ჯარი ჩემი ოჯახია!
თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს ბინები საკუთრებაში გადასცა [R]