FM97.5 / LIVE
ადგილობრივი არასამთავრობოები მცირე გრანტების იმედად

ადგილობრივი არასამთავრობოები მცირე გრანტების იმედად

მთავარისაზოგადოება 01.12.2012
ახალქალაქში რეგისტრირებულ მრავალრიცხოვან არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ერთეულები მუშაობს, დანარჩენები მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ.

ადგილობრივი არასამთავრობოები მცირე გრანტების იმედად
დღეისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი მიზანი, თუ მათ სამოქალაქო სექტორში საქმიანობის გაგრძელება სურთ, ოფისის დახურვის თავიდან აცილება და პატარ-პატარა პროექტების განხორციელებაა. დანარჩენები ან უკვე უფუნქციოდ დარჩა, ან უშედეგოდ ცდილობენ დაფინანსების მოპოვებას. საკუთარი ოფისი მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს.

გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა. იწერებოდა საგრანტო პროექტები ისეთი პოპულარული მიზნების განსახორციელებლად, როგორიცაა ინტეგრაცია, სახელმწიფო ენის სწავლება და ასე შემდეგ. დაიხარჯა მილიონობით ლარი სექტორის განვითარებისთვის. თუმცა 21-ე საუკუნის დასაწყისში ნათელი გახდა, რომ გრანტის მიღება მარტივი აღარ იყო და შედეგად ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მხოლოდ ქაღალდზე დარჩა.

სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს წევრი სედა მელქუმიანი ამბობს, რომ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დაახლოებით 150 არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, არა მხოლოდ ქალაქებში, არამედ სოფლებშიც: “რეალურად თუ შევხედავთ, ვისაც ოფისი აქვს, ის არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. საერთოდ, არასამთავრობოები ასე მუშაობენ, თუ გრანტი არ არის, არ მუშაობს და თუ არის, მუშაობს. ფაქტობრივად, ასეა. გრანტის გარეშე არავინ მუშაობს”.

ადგილობრივი არასამთავრობოები მცირე გრანტების იმედად
პრობლემა ყველა აქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციას ერთი აქვს – საგრანტო თანხებისა და შესაბამისად, ოფისის შენახვის საშუალების არარსებობა.

არასამთავრობო ორგანიზაცია 'Futurecorps' სამი წელია არსებობს. ამ დროის განმავლობაში ერთი გრანტიც არ მიუღია. თავმჯდომარის ვაგარშაქ შახბექიანისთვის მიზეზი გაუგებარია. ორგანიზაციამ საქმიანობა ენთუზიაზმზე დაიწყო, თავიდან საწევრო შენატანების ხარჯზე არსებობდა, შემდეგ კი პროექტი ვერ მიიღო და ოფისიც დაკარგა.

- “ორგანიზაციას საწევრო შემონატანებისა და ენის სწავლების ხარჯზე ვინახავდით. ერთი წელი ვიმუშავეთ ასე, მაგრამ გრანტი ვერ მივიღეთ. ახლა ოფისის შენახვის საშუალება აღარ გვაქვს, ამიტომ ვეღარც ვიკრიბებით, მაგრამ ერთმანეთთან კავშირი მაინც გვაქვს”, - ამბობს შახბექიანი.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის” დირექტორის მახარე მაცუკატოვის აზრით, ბევრმა, ამჟამად უმოქმედო არასამთავრობომ, დროზე ადრე დაკარგა იმედი: “როცა ახალგაზრდა არასამთავრობოები საგრანტო პროგრამაში მონაწილეობენ და უარს იღებენ, ხელმეორედ ცდა აღარ უნდათ, რადგან არ იციან, ვის მისცეს გრანტი, რა კრიტერიუმებით და რატომ იღებენ; ან რატომ იღებენ გრანტებს სულ ერთი და იგივე ადამიანები, რა მიზნით; და რატომ იმ მიზნებით, რომლებიც ძირისძირობამდეა შესწავლილი”.

სედა მელქუმიანი ფიქრობს, რომ ამჟამად დიდი გრანტები ცენტრალურ არასამთავროებზე გაიცემა, რეგიონული ორგანიზაციებისთვის კი მხოლოდ მცირე გრანტები რჩება: ”რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ყოველთვის პატარა გრანტები იყო. ეს არის მიზეზი, რომ შედეგებიც მცირეა. დიდ გრანტებს ცენტრალური არასამთავრობოები იღებენ. რატომ აძლევენ მხოლოდ მათ, არ ვიცით. რას აკეთებენ ეს ცენტრალური არასამთავრობო ორგანიზაციები აქ, მე არ მინახავს”.

ზოგმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ადგილობრივ სამოქალაქო სექტორში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, არაფორმალურად გაერთიანება და ერთად მუშაობა გადაწყვიტა. ახლახანს ორგანიზაცია GFSIS-ის სამოქალაქო სექტორის ხელშეწყობის პროგრამის დახმარებით “სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო” შეიქმნა.

საკოორდინაციო საბჭოში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციებია: “მაისეკი”, “ხოდო”, “ხალხთა მეგობრობა”, “სამცხე ჯავახეთის სათემო ორგანიზაცია” და “პატრიდა”.

- “საკოორდინაციო საბჭო იმისთვის შეიქმნა, რომ ცენტრს ხმა მიაწვდინოს, მიუთითოს, დაეხმაროს მას, რათა საკოორდინაციო გადაწყვეტილებების მიღებისას ისინი აუცილებლად გაითვალისწინონ, რეგიონებთან შეათანხმონ. რეგიონებზე უკეთ ვინ იცის, როგორ უნდა მოგვარდეს რეგიონული ხასიათის პრობლემები”, - ამბობს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ კოლიკიდი.


[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
”სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” არასამთავრობო სექტორს შეხვდა
არასამთავრობოები 'სამოქალაქო კვირეულს' იწყებენ [Video]
ახალციხეში არასამთავრობო სექტორის ფინანსურ მდგრადობაზე მსჯელობენ
საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემო
ახალციხეში რეგიონის პრობლემებზე იმსჯელეს
გრანტების გაცემის შესახებ კანონში ცვლილებებს ამზადებენ