FM97.5 / LIVE

ბენეფიციარებს აგრობარათებზე ქულები ჩაერიცხათ

მთავარიეკონომიკა 10.03.2015
‘მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის’ ფარგლებში, ბენეფიციარებს აგრობარათებზე 50 ლარის ღირებულების ქულები ჩაერიცხათ.

ბენეფიციარებს აგრობარათებზე ქულები ჩაერიცხათ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქულები ჩაერიცხა იმ 279,617 ბენეფიციარს, რომელთაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0.25 ჰა.-მდე მიწის ფართობი. ბარათებზე ჩარიცხულმა ჯამურმა სარგებელმა 15,191,640 ლარი შეადგინა.

სამინისტროს ინფორმაციით, აგრო მაღაზიებში სპეციალური ტერმინალების დარიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს. აღმოსავლეთ საქართველოში ბენეფიციარებს უკვე საშუალება აქვთ შეიძინონ პროექტით განსაზღვრული სასოფლო სამეურნეო საქონელი (სასუქი, სათესლე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები, ნერგები). დასავლეთ საქართველოში აგრო ბარათებით სარგებლობა ბენეფიციარებს 20 მარტიდან შეეძლებათ.

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ბოლო ეტაპი 2015 წლის თებერვალში დაიწყო და მის ფარგლებში სარგებელს 800,000 მცირემიწიანი ფერმერი მიიღებს. ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ დაამუშაონ მიწა ან მიიღონ სასოფლო-სამეურნეო საქონელი აგრო ბარათებზე ჩარიცხული ქულების გამოყენებით.

ზუსტი ინფორმაციის მისაღებად, იმის შესახებ თუ სად შეიძლება ამ ეტაპზე აგრო ბარათის გამოყენება, შეგიძლიათ დარეკოთ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 247 01 01.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომმა 2643 სასოფლო–სამეურნეო ბარათი მიიღო
მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი 2016 წელსაც გაგრძელდება
ახალციხეში ხვნის ბარათი 112 ოჯახს გადაეცა
ახალციხეში ხვნის ბარათებით წელს 300 ფერმერით მეტი  ისარგებლებს
ახალციხეში ხვნის ბარათების დარიგება დაიწყო
ცვლილებები მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტში
„მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი" დაიწყო