FM97.5 / LIVE

პროკურორი ნინოწმინდაში დაკავებული 6 პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

მთავარისამართალი 18.01.2016
პროკურორი ვასილ ოსიძე ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებული პირების აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

პროკურორი ნინოწმინდაში დაკავებული 6 პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი 18:40 წუთზე დაიწყო.

6 დაკავებულიდან ორი ქალბატონია: ერთი ახალციხიდან, მეორე ფოთიდან. დანარჩენი ოთხი მამაკაცი კი ნონოწმინდიდან, გორელოვკიდან, ხულოდან და ზესტაფონიდანაა. ოთხივე არაერთგზის ნასამართლევია. დაკავებულებიდან სამ ბრალდებულს ადვოკატი არ ყავს, უარს ამბობენ სახაზინო ადვოკატზეც.

სასამართლო პროცესზე პროკურორმა ვასილ ოსიძემ განაცხადა, რომ დარიკო შ–ს ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ედება:“ყაჩაღობის დამთავრების შემდეგ ისინი ტყემლანაში დაბრუნდნენ და განიხილავდნენ რა ხდებოდა, ამ დროს დარიკოც იქ იყო, მაგრამ პოლიციას არაფერი არ შეატყობინა.იგი ასევე ესწრებოდა ყაჩაღობის დაგეგმვასაც “.

რაც შეეხება ქეთევან ხმალაძეს, პროკურორის განმარტებით მან მოტყუებით სცადა, რომ ბაგრატ ს. ოჯახის წევრებს მისთვის კარი გაეღოთ.

ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე ითხოვს, რომ ქეთევან ხმალაძეს 20 000 ლარიანი გირაო შეეფარდოს რადგან მას ოჯახი და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

დარიკო შ–ს ადვოკატი ნუგზარ ტყებუჩავას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღკვეთის ღონსიძიების შეფარდების გარეშე უნდა დატოვონ.

ბრალდებულები კობა შ. და ნოდარი ა. რომლებსაც ადვოკატები არ ყავთ პროკურორის შუამდგომლობას ნაწილობრივ დაეთანხმნენ:“ ვიცით, რომ არ გაგვათავისუფლებთ, მაგრამ თუ პატიმრობას არ შეგვიფარდებთ ახალ დანაშაულს არ ჩავიდენთ და არც მივიმალებით, როცა გვეტყვით და სადაც გვეტყვით იქ მოვალთ“, –განაცხადეს მათ სასმართთლოს სხდომაზე.

როგორც პროკურორმა განაცხადა ბრალდებულების თანხმობას აღიარებასა და გამოძიებასთან თანამშრომლობას გაითვალისწინებენ და მათთვის გარკვეული შეღავათები იქნება.

6 პირიდან მკვლელობაში ბრალი თემურ ბ–ს ედება.

„თემურ ბ–მ მკვლელობა ისე ჩაიდინა, რომ დანარჩენებთან არ შეუთანხმებია, ამიტომ მკვლელობაში ბრალს მხოლოდ მას ვდებთ, დანარჩენებს კი ბრალი ჯგუფური ყაჩაღობისთვის ედებათ. შესაძლებელია სხვა ბრალდებულების კვალიფიკაცია დაზუსტდეს“, – განაცხადა პროცესზე ვასილ ოსიძემ.

მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატს ენვერ ადაძე პროკურორის შუამდგომლობას, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ არ დაეთანხმა.

ამ წუთებში მოსამართლე ნათია მერაბიშვილი გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბირო ოთახში გავდა.

შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 6 პირი: 1971 წელს დაბადებული, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი თემურ ბ., 1974 წელს დაბადებული, წარსულში სამჯერ ნასამართლევი ნოდარ ა., 1971 წელს დაბადებული, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი კობა შ., 1980 წელს დაბადებული ივანე გ., 1978 წელს დაბადებული ქეთევან ხ. და 1985 წელს დაბადებული დარიკო შ. ახალციხის რაიონის სოფელ ტყემლანაში დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის 10 იანვარს კობა შ. დანაშაულის მომზადების და დაგეგმვის მიზნით დაუკავშირდა ნოდარ ა-ს, თემურ ბ-ს და ივანე გ-ს. ისინი შეიკრიბნენ ქეთევან ხ-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც დაგეგმეს ნინოწმინდაში, ფულის გატაცების მიზნით, ბაგრატ ს-ზე ყაჩაღურად თავდასხმა. 13 იანვარს ბრალდებულები ბაგრატ ს-ს საცხოვრებელ სახლში მივიდნენ, მის მეუღლეს მოტყუებით გააღებინეს კარი, ძალადობითა და ძალადობის მუქარით ემა ს-ს და მის დედამთილს, სონიკ ს-ს ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვეს. სონიკ ს-მ ბრალდებულებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც თემურ ბ-მ მას დანით ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. 1936 წელს დაბადებული სონიკ ს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მათ ტანსაცმელი და დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა მიმალვისას, საავტომობილო გზაზე გადაყარეს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 108-ე და 376-ე მუხლებით).

შეგახსენებთ, ინფორმაცია, რომ დანაშაულში ერთ–ერთი ბრალდებული ქეთევან ხმალაძეა, "სამხრეთის კარიბჭემ" გუშინ, 17 იანვარს გაავცელა.

[თამუნა უჩიძე, თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სად დაიგეგმა ნინოწმინდაში მომხდარი ყაჩაღობის საქმე – შსს–ს ინფორმაცია [Video]
პროკურორი: ქეთევან ხმალაძე ბრალს აღიარებს
უფლებადამცველი ქეთევან ხმალაძე პატიმრობაში რჩება
ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 6 პირიდან ერთი გაათავისუფლეს
ქეთევან ხმალაძის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა
შსს-მ ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა
9 წელი ქეთევან ხმალაძეს, 11 წელი დანარჩენებს და ერთი გამართლებული – ხმალაძის საქმე დასრულდა