FM97.5 / LIVE

შეზღუდული რაციონი - ახალციხის ბაღებში ყველა საკვები პროდუქტი არ აქვთ

მთავარისაზოგადოება 14.01.2016
ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სასწავლო წლის განახლებამდე საკვები პროდუქტების მომარაგება ვერ მოასწრეს და პატარებს კვების შეზღუდული რაციონი აქვთ.

შეზღუდული რაციონი - ახალციხის ბაღებში ყველა საკვები პროდუქტი არ აქვთ
კარტოფილი, კომბოსტო, ხორცი და წიწიბურა - ეს ის პროდუქტებია, რისი შეძენაც ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ სწავლის განახლებამდე შეძლო.

პროდუქტების შესაბამისია აღსაზრდელების მენიუც. ოთხი დღეა პატარებს კვების ერთი და იგივე მენიუ აქვთ. ბაღებში ამ დრომდე არ შეუტანიათ მაგალითად, რძის პროდუქტები, ასევე, არ აქვთ მწვანილი.

„მარტო კარტოფილი, კომბოსტო, ხორცი და წიწიბურაა. სხვა არაფერი გვაქვს. რაც დღეს ვაჭამეთ ხვალაც იგივე იქნება. ამბობენ 20 იანვრისთვის შემოიტანენ პროდუქტებსო, მაგრამ მეეჭვება თვის ბოლომდე რამე შეიცვალოს“, – ამბობს ახალციხის ერთ–ერთი ბაღის თანამშრომელი.

„დილით გვქონდა წიწიბურა, შემდეგ ბოსტნეულის წვნიანი ხორცით, საღამოს კარაქიანი პური ჩაისთან ერთად“, – ამბობს N1 ბაგა–ბაღის მენეჯერი ციცო საანიშვილი.

პროდუქტების დეფიციტს ადასტურებენ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში. გაერთიანების ხელმძღვანელის ნანა ბერიძის თქმით, მიზეზი ტენდერის ჩაშლაა. მისი თქმით, მიუხედავად ამ პრობლემისა, სასწავლო პროცესი მაინც დაიწყეს: „ჩვენი მიზანი იყო მშობლებისთვის ხელი შეგვეწყო და სასწავლო პროცესი არ შეგვეჩერებინა. ერთ კვირაში ბაღები ყველა პროდუქტით მომარაგდება“.

მისი თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ პროდუქტების შესაძენად ტენდერი 2015 წლის 8 დეკემბერს გამოაცხადა.

„ყველა პროდუქტს აქვს თავის კოდი. სულ 10 დასახელების კოდია, აქედან 4 არ არის შეძენილი. გაჭიანურდა, ამასაც თავისი საფეხურები აქვს და კანონს ვერ დავარღვევდით“, – ამბობს ნანა ბერიძე.

გაერთიანებაში ამბობენ, რომ ვინაიდან საჭირო პროდუქტები არ ქონდათ, შაქარი ახალციხის მერიამ შეუძინათ, კარაქი კი შპს „ალპენ –მილკის“ დირექტორმა სერგეი პაპოიანმა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდა
ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება
ახალციხის ბაღებში დეზინფექცია ტარდება
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
ახალციხის ოთხ ბაღში ისევ ღუმელებით თბებიან
ახალციხის ბაღებში საზაფხულო არდადაგები ერთ თვეს გასტანს
რატომ არ განახლდა სასწავლო პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტის  ბაღებში